22 ნოემბერი დილიდან
ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა დაასახელა
The Oxford Word of the Year is … CLIMATE EMERGENCY.
‘Climate emergency’ is defined as ‘a situation in which urgent action is required to reduce or halt climate change and avoid potentially irreversible environmental damage resulting from it.’https://t.co/JLepdcgt0U pic.twitter.com/UKJqpa2KAJ
— Oxford Dictionaries (@OxfordWords) November 20, 2019
ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა – Climate Emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დაასახელა. განსაზღვრების თანახმად, ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.
წყარო: https://twitter.com
ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის ფილმს – „მონანიებას“ უჩვენებენ
ბრიუსელში „მონანიებას“ რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი. თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ 1984 წელს გადაიღო. ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და ხორვატიიდან. ბრიუსელის კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ნაჩვენებია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან. ფესტივალს ბრიუსელი 30 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი Homeland Of Wine გამოვიდა
პრეზენტაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა. Homeland Of Wine მკითხველს იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე მოუთხრობს, რომლებიც ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას ქმნიან. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი.
დღეს მწერალთა სახლში გიორგი ჭეიშვილის ტრილოგიის – „1001 ზღაპარი საქართველოზე“ და ძველი თბილისის კვლევითი პორტალის პრეზენტაცია გაიმართება
რა შეუძლია ერთ ადამიანს გააკეთოს ქალაქის მეხსიერების შესანარჩუნებლად, რა დეტალებს მალავს მეხსიერების ნაკადებით დასერილი ქალაქი და როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გაქრობას ქალაქის მეხსიერების მივიწყებული კუნძულები?! რა კავშირში შეიძლება იყოს მეტეხის ციხის კედელზე ამოკაწრული გვარები სასტუმროსთან, სადაც ედვარდ მუნკის „მადონა“ მოკლეს; რას ჰპარავდნენ ტფილისელები გერმანელ კოლონისტებს; სად იმართებოდა „მხეცთა საჩვენებელი“; რა ტექნიკას იყენებდნენ ტფილისელი კრიმინალები; რატომ არ გაესვლებოდა პატიოსან კაცს მუშტაიდის ახლოს, სადაც „ჩვენი მანდილოსნები ღამის 11-12 საათამდე „შავ პივას“ შეექცეოდნენ…“ და ა. შ.
ქალაქის დაკარგული მეხსიერების კუნძულების ძებნა ყველგან შეიძლება: წიგნებში, ფოტოებში, ნახატებში, კინოფილმებში, სადარბაზოებსა თუ ბებია-ბაბუის მოთხრობილ ისტორიებში, თუმცა მრავალეთნიკურ, ჭრელ, ერთდროულად ევროპულ და აზიურ ქალაქში მომხდარ ამბებს ყველაზე უკეთ ტფილისში მცხოვრები რიგითი ადამიანების თავსგადამხდარი უჩვეულო ისტორიები ინახავს. სწორედ ამ ისტორიების გაცოცხლება, მეხსიერების გამქრალი კუნძულების აღმოჩენა და აღდგენა აყალიბებს კიდეც ქალაქის მეხსიერების ერთიან არქიპელაგს.
წყარო: https://www.facebook.com
ამაზონმა “ბეჭდების მბრძანებლის” მიხედვით გადაღებული სერიალის მეორე სეზონი შეუკვეთა
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველი სეზონის პრემიერაც არ შემდგარა, პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფმა მეორე სეზონის სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო.
სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3 ათასი წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული. ამ ეტაპზე პირველი სეზონის ბიუჯეტი დაახლოებით $1 მილიარდი დოლარია.
წყარო: https://variety.com/
მარსზე ფრენებისთვის განკუთვნილი Starship-ის რაკეტის პირველი ვერსია გამოცდისას აფეთქდა
SpaceX-ის რაკეტის პირველი ვერსია, რომელიც პლანეტაშორისი ფრენებისთვისაა განკუთვნილი, ტეხასში გამოცდის დროს აფეთქდა. ტესტირების მიზანი სისტემებში წნევის მაქსიმუმადე გაზრდა იყო, ამიტომაც მათთვის შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. Starship მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდია, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი.
წყარო: https://www.youtube.com
Ford-მა ელექტრომობილი Mustang Mach-E წარადგინა
ახალი ავტომობილი საათში 100 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია 600-მდე კილომეტრი დამუხტვის გარეშე გაიაროს. ბატერეის დამუხტვა 80%-მდე 38 წუთშია შესაძლებელი. Ford აპირებს ახალი ავტომობილი აშშ-ში, ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში გაყიდოს.
წყარო: https://media.ford.com/