კომპანია Windfor’s-მა საერთაშორისო ფესტივალის, Epica Awards-ის ფინალში მთავარი ჯილდო მიიღო
კომპანია Windfor’s-მა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის, Epica Awards-ის ფინალში რეგიონში პირველი მთავარი ჯილდო აიღო საქართველოში ცნობილი პროექტით – Dze-Georgian Project, რომელიც აღნიშნული სააგენტოს, „საქართველოს ამერიკელი მეგობრებისა“ და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის სოციალური კამპანიაა.
1987 წელს დაარსებული Epica Awards ერთადერთია კრეატიულ დაჯილდოებებს შორის, რომლის ჟიური პრესის – მსოფლიოს 200-ზე მეტი ჟურნალისა თუ ვებსაიტის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
Epica-ს მიზანია იმ გამორჩეული კრეატიული ნამუშევრების წახალისება, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული სააგენტოები, მედია საკონსულტაციო, ასევე PR-ის, მარკეტინგისა თუ ტექნოლოგიური ფირმები ქმნიან. ფესტივალი მოწოდებულია დაეხმაროს კრეატიულ კოლექტივებს თავიანთი ნამუშევრების საზღვრებს გარეთ გატანასა და პოპულარიზაციაში.