მარიხუანას ლეგალიზაციამ ამერიკაში მძიმე დანაშაული 13%-ით შეამცირა
გააზიარე სტატია
ორგანიზებული დანაშაულის შესახებ სამეცნიერო კვლევის თანახმად, მექსიკის მოსაზღვრე იმ ამერიკულ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გაყიდვა ლეგალური გახდა, მძიმე დანაშაულისა და მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა.
ფედერალური ბიუროს ანგარიშების ანალიზის შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლეგალიზაციის შემდეგ, მოცემულ შტატებში ძარცვის შემთხვევებმა 19%-ით, მკვლელობებმა – 10%-ით, ხოლო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობამ 41%-ით იკლო.
დანაშაულის კლებას მკვლევარები ლეგალიზაციის შედეგად მექსიკური ნარკოკარტელების ბიზნესიდან იძულებულ გასვლას უკავშირებენ.
წყარო: guardian.co.uk