სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი დადის
გააზიარე სტატია
დღეს, 27 ნოემბერს სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და ევროპული სასამართლოს პრეზიდენტიც დაესწრნენ.
სწორედ ეს ტრამვაი ივლის მომავალი 6 თვის განმავლობაში სტრასბურგის ქუჩებში და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
ასევე დაგეგმილია საქართველოს ეროვნული დროშის სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე აღმართვაც. ეს ღონისძიებები კი საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის ასოების დიზაინის შექმნაზე ახალგაზრდა ქართველმა კალიგრაფისტმა ნიკოლოზ ღუნაშვილმა იმუშავა. ნიკოლოზი სულ რაღაც, 19 წლისაა და ის უკვე ძალიან კრეატიულ ნამუშევრებს ქმნის.