28 ნოემბერი დილიდან
Eko & Vinda Folio-მ ფრანგული ტურნე ლიონიდან დაიწყეს

Eko & Vinda Folio პირველ დეკემბერს კონცერტს პარიზში გამართავენ. ეს მუსიკოსების პირველი ტურნეა საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – თერაპია/Therapy. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა. Eko & Vinda Folio-ს ალბომი ფრანგულ ლეიბლზე, Talitres-ზე სექტემბერში გამოვიდა. ჯგუფის კონცერტები ლიონისა და პარიზის გარდა საფრანგეთის კიდევ ოთხ ქალაქში – ტულუზაში, ენჯერსში, ტურკუინსა და ნანტშია დაგეგმილი.
წყარო: https://www.facebook.com
როგორ გამოვიყენოთ მივიწყებული ქართული პროდუქტები XXI საუკუნეში

თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და გსურთ თქვენი ცოდნა უფრო გაიღრმაოთ, 30 ნოემბერს გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც არაპროფესიონალ კულინართა კონკურსისა და D.C Embassy Chef Challenge 2015-ის გამარჯვებული ირმა ჯაფარიძე გაუძღვება.
ლექცია მოიცავს მივიწყებული ქართული პროდუქტების მიმოხილვას და მათ გამოყენებას XXI საუკუნეში. ლექციის ბოლოს აუდიტორიას შეუძლია იხილოს ბრენდშეფის მასტერკლასი და ჩაერთოს პროცესში. პროექტში მონაწილეობენ ის სტარტაპები ( Winess, Happy Green, სამე, ჰობი), რომელთა შთაგონების წყარო კულინარიაა. ლექციაზე მოსული სტუმრები დააგემოვნებენ და უკეთ გაეცნობიან მათ პროდუქტებს.
წყარო: https://www.facebook.com/
პუშკინის სკვერში გამოფენა „დაუბრუნე თავისუფლება“ გაიხსნება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება National Geographic-ის ფოტოგრაფის, ამი ვიტალის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ინკლუზიის თემაზე შექმნილი ფოტოპროექტი.
სტატისტიკურად, ყოველ მე-4 ადამიანს ცხოვრების მანძილზე შესაძლოა განუვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს. სწორი დახმარების შედეგად უმრავლესობა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და პროდუქტიულად ცხოვრობს.
წყარო: https://www.facebook.com/
NASA-მ მთვარის მოდულის პროტოტიპი წარმოადგინა

2024 წელს შეერთებული შტატები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს, ამ მისიას კი NASA ასტრონავტ ქალს დააკისრებს. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ იმ მოდულის პროტოტიპი წარმოადგინა, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე უნდა დაეშვას. NASA-ში აღნიშნავენ, რომ მოდულის კონცეფციაზე მუშაობის დროს ძირითადი აქცენტი ეკონომიურობაზე და სიმარტივეზე გაკეთდა. მთვარეზე დასაშვებმა მოდულმა 300 კილოგრამამდე მასის მთვარემავალი უნდა გადაიყვანოს.
წყარო: https://spacenews.com
“ახალი პაპის” პრემიერა HBO-ზე 13 იანვარს გაიმართება.
„ახალ პაპში“ ჯუდ ლოუს გმირი კომაშია, მის ადგილს კი პონტიფექსი იოანე პავლე III იკავებს, რომლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. სერიალის რეჟისორი იტალიელი პაოლო სორენტინოა.
წყარო: https://www.youtube.com/
Apple-მა დუმის მოთხოვნით თავისი რუკების რუსულ ვერსიაში ყირიმი რუსეთს მიაკუთვნა

რუსეთის დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ყირიმი და სევასტოპოლი ეფლის მოწყობილობებში ახლა რუსეთის ტერიტორიად ჩანს”. Apple Maps-სა და Apple Weather-ის რუსეთიდან გამოყენების დროს ყირიმი რუსულ ტერიტორიად ჩანს. თუმცა აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნისას ყირიმი არც ერთი ქვეყნის შემადგენლობაში არ შედის. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა.
წყარო: https://www.bbc.com
დღეიდან თბილისის საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში წიგნის დღეები იწყება

წელს გამოფენაზე წარდგენილი იქნება ახალი თარგმანები, წლის ბესტსელერები და საბავშვო ლიტერატურა. სტუმრები ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ. გარდა ამისა, ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები საინტერესო სემინარებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობაც. თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში პირველი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლეგენდარულმა ტინა ტერნერმა ფანებს ტვიტერიდან მიმართა
To celebrate turning 80 years old, Tina has recorded a special birthday video message just for her fans.💜 #Tina80 pic.twitter.com/dUFEUawQ7r
— TinaTurner (@LoveTinaTurner) November 26, 2019
“უკვე 80 წლის ვარ. როგორი მეგონა, ამ ასაკში ვიქნებოდი? ასეთი არა, როგორსაც მხედავთ. რა შეგრძნებაა? დიდებულად გამოვიყურები, თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან სერიოზული ავადმყოფობები გამოვიარე, რომელთა დაძლევის პროცესშიც ვარ. ასე რომ, ეს ასაკი ცხოვრებაში მოცემულ მეორე შანსს ჰგავს”, – ამბობს მომღერალი ვიდეომიმართვაში.
წყარო: https://twitter.com/


