fbpx

29 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ჰოლივუდის კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

 წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის “დისნეი”, “ნეტფლიქსი”, “პარამაუნტ პიქჩერზი”, “სონი პიქჩერზი”, “უნივერსალ სითი სტუდიოს” და “ვორნერ ბროს” შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო. კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერეტმეკობრეების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.

 

თეატრალური პრემია „დურუჯი 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

  • საუკეთესო სპექტაკლი

“ჰეკაბე” – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ავტორი – ევრიპიდე, რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი, სცენოგრაფია – მიხეილ ჩარკვიანი, მუსიკა – ერეკლე გეწაძე

  • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა”

“ანტიმედეა” – რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი

თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი – ლაშა ბუღაძე, სცენოგრფია – გურამ მაცხონაშვილი, მუსიკა – Hamatsuki

  • საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა

“მარინა რევია“ – ავტორი ალექსი ჩიღვინაძე

ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორი – ნიკოლოზ ჩიკვაიძე, სცენოგრაფია – ანანო დოლიძე

  • საუკეთესო სცენოგრაფია

“ალტონელი განდეგილები” – სცენოგრაფი თეო კუხიანიძე

თავისუფალი თეატრი. ავტორი – ჟან-პოლ სარტრი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი

  • საუკეთესო მუსიკა

“ღვთაებრივი კომედია”  – მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია

მოძრაობის თეატრი. ავტორი – დანტე ალიგიერი, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, სცენოგრაფია – ანა გორბასი, ბიძინა სიდიანი, ქორეოგრაფია – ლაშა რობაქიძე

  • საუკეთესო ქალი მსახიობი

ენდი ძიძავა – “მარინა რევია”

ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე, რეჟისორი – ნიკოლოზ ჩიკვაიძე

ვ. გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი

  • საუკეთესო კაცი მსახიობი

ბიჭკა ჭეიშვილი – “ბალიშის კაცუნა”

დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი

ავტორი – მარტინ მაკდონაჰი, რეჟისორი – გეგა გაგნიძე

  • საუკეთესო დებიუტი

“ბალიშის კაცუნა “ – რეჟისორი – გეგა გაგნიძე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დ. ალექსიძის სახელობის თეატრი. ავტორი – მარტინ მაკდონაჰი

 

დემნა გვასალიამ ჰარი ნურიევთან თანამშრომლობით დივანი გამოუშვა, რომელიც ბალენსიაგას დაწუნებული ტანსაცმლითაა შექმნილი

balenciaga couch by harry nuriev

მოდის სახლები ხშირად დაწუნებულ კოლექციებს ანადგურებენ, თუმცა დემნა გვასალიამ გარემოს გასაუმჯობესებლად მათი ხელმეორედ გამოყენება გადაწყვიტა. ახალი ფერადი მოდელი 3 დეკემბერს მაიამიში გამართულ დიზაინერების ფორუმზე იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://www.vogue.com

 

მოცარტის პორტრეტი Christie’s აუქციონზე 4 მილიონ ევროდ გაიყიდა

The painting, which shows 13-year-old Mozart playing a harpsichord, smashed auction estimates when it went under the hammer in Paris on Wednesday.

 1770 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელზეც მოცარტი 13 წლის ასაკშია გამოსახული, დღემდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. მის ავტორად იტალიელი მხატვარი ჯამბეტინო ჩინოაროლი მიიჩნევა. ლოტი 800 ათასიდან 1,2 მილიონ ევრომდე იყო შეფასებული, თუმცა თითქმის ოთხმაგ ფასად გაიყიდა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

პარიზის საშობაო გალაკონცერტში ოთხი ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას

საზეიმო საღამო ტრადიციულად მარსელ დასოს ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კონცერტი მიეძღვნება ნიკოლ დასოს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა ეროვნების ვირტუოზი პიანიტები.

გალაკონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი. ყოველ წელს შანზე ლიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი – ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალაკონცერტს მასპინძლობს. 

წყარო: https://agenda.ge

 

მერაია ქერი 1994 წელს გამოშვებული საახალწლო ჰიტით – All I Want For Christmas Is You გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა

 

არტისტი 2020 წლის განახლებულ გამოცემაში სამი რეკორდით დაფიქსირდება: 

  •  ბილბორდის ცხელ ასეულში ყველაზე წარმატებული სოლო მომღერლის მიერ შესრულებული სადღესასწაულო სიმღერა
  •  არტისტი ქალის სიმღერა, რომელმაც 24 საათის განმავლობაში Spotify-ზე ყველაზე მეტი მოსმენა დააგროვა
  • საახალწლო სინგლი, რომელმაც ბრიტანეთის ტოპ 10 ჩარტში ყველაზე გრძელი პერიოდი, 20 კვირა დაყო. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.