გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა – დაშავებულები თბილისში გადმოჰყავთ
განახლება 15:17 – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია
გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
განახლება 14:05 – Youtube-ზე გუდაურის საბაგიროს ავარიის ახალი ვიდეოები ვრცელდება
—
განახლება: გუდაურის საბაგიროს ავარიაზე „იმედი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
“სავარაუდოდ, დაშავებულია 10-12 ადამიანი.
ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში – ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.“
—




დღეს 12:48 წუთზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავიდა მობილურით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გამოვიდა მწყობრიდან გუდაურის ერთ-ერთი საბაგირო.
ტელეკომპანიის ცნობით არიან დაშავებულები.

