fbpx

2 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულს დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 7 დეკემბერს ბერლინში პრიზს ნინო კირთაძე გადასცემს

We're happy to announce Nino Kirtadze as presenter of the award European Documentary at the 32nd European Film Awards, 7 December 2019 in Berlin! #efa2019

Gepostet von European Film Awards am Donnerstag, 28. November 2019

 შეგახსენებთ, რომ ევროპული კინოაკადემიის პრიზზე წარდგენილია ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ლევან აკინის დრამაში, And Then We Danced-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, ასევე ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “მარქსის ქუჩა N12”. 

წყარო: https://www.facebook.com

 

სელინ დიონი დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი კაბით გამოჩნდა

კანადელმა პოპ მომღერალმა სელინ დიონმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი აცვია. ლურჯი კაბა, რომლითაც მომღერალი მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარდგა, Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანა.

წყარო: https://www.instagram.com/

 

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა  ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს კატო მიქელაძის მეშვიდე პრემიის მფლობელი გამოვლინდა.

2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა.მისი სტატიები ხშირად ეხმიანება…

Gepostet von Women's Fund in Georgia am Freitag, 29. November 2019

წელს კატო მიქელაძის პრემია გამოცემა “ტაბულას“ ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს გადაეცა. ქალთა ფონდი საქართველოში ყოველ წელს კატო მიქელაძის პრემიას უფლებების დამცველ  ერთ აქტივისტ ქალს გადასცემს.

 წლევანდელი პრემიის თემა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა იყო და იმ უფლებადამცველი  ქალების კანტიდატურებს განიხილავდნენ, რომლებიც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობენ, მაგრამ მათი საქმიანობა მიმართულია უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება. კატო მიქელაძის პრემიაზე წელს 16 კანდიდატი იყო ნომინირებული. ქალთა ფონდმა საქართველოში „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ 2013 წელს დააწესა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჯგუფი The Pussycat Dolls 10-წლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი კონცერტი ჯგუფმა X Factor Celebrity-ის ფინალში გამართა.

ვიდეო: https://www.youtube.com

 

გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე  

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ქართველ მსახიობს 84 წელი 30 ნოემბერს შეუსრულდა.  ზაზა ლებანიძე სხვადასხვა წლებში რუსთავის, სოხუმის, მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო. ბოლო 44 წლის განმავლობაში კი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

დღეს თბილისის კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმის, “კომეტების” პრემიერა გაიმართება

ფილმი ორი ქალის –  ნანას და ირინას ისტორიას ასახავს, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ორივეს ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად. 

თამარ შავგულიძე  1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო). 2011 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დაბადებულები საქართველოში“. „კომეტები“ მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. 

ვიდეო: https://www.youtube.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.