fbpx

რატომ არის TikTok ასეთი პოპულარული და როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა ის?


გააზიარე სტატია



სოციალური მედიის ახალი აპლიკაციები ხშირად ჩნდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მალევე ქრება.

ახალმა სოციალურმა პლატფორმამ მომხმარებლებს უნიკალური ღირებულებები უნდა შესთავაზოს, მაგრამ თავად “ღირებულებების” კონცეფცია დღემდე ბუნდოვანია. მთავარი კითხვაა: რა არის ის, რაც ნამდვილად ქმნის წარმატებული სოციალური მედიის პლატფორმას?

ეს კითხვა ხშირად იწვევს დებატებს ციფრული სფეროს წარმომადგენლებში, მათი ყურადღება კი დღეს TikTok-ზეა გამახვილებული: გახდება ტიკტოკი მნიშვნელოვანი მოთამაშე სოციალური მედიის სივრცეში, თუ მიაღწევს პიკს და გაქრება,  მსგავსად სხვა აპლიკაციებისა? 

 

TikTok-ის მონაცემები დღეს

აპლიკაციას ყოველთვიურად 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 

“ძნელია იმის თქმა, თუ რატომ გახდა აპლიკაცია ასეთი პოპულარული მცირე დროში. ეს  შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული: სწორი პროდუქტი, ზუსტი დრო და სხვა. მე ვფიქრობ, რომ TikTok-ის შემთხვევაში, მისი მასობრივი პოპულარობა მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებამ განაპირობა, მას შემდეგ, რაც აპლიკაცია Vine ბაზრიდან გავიდა. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი პლატფორმაა ინფლუენსერებისთვის. მოკლე ვიდეორგოლები სოციალურ სივრცეში პოპულარულია არა TikTok-ის, არამედ იმის გამო, რომ მისი შექმნა და სხვებისთვის გაზიარება მარტივია”, ამბობს Lilach Bullock, კონტენტ მარკეტინგის და სოციალური მედიის სპეციალისტი.

 

“მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების აპლიკაცია Vine 2016 წლის დეკემბერში დაიხურა. ამ ფაქტმა კი მომხმარებლებში სიცარიელის შეგრძნება დატოვა, რომელიც ვერც ერთმა სოციალური მედიის პლატფორმამ ვერ “შეავსო”. ამის შემდეგ გამოჩნდა TikTok და მან ეს შეძლო. მისი წინამორბედის მსგავსად, TikTok მომხმარებლებს მოკლე ვიდეოკლიპების შექმნის საშუალებას აძლევს, რომელთა გაზიარება ადვილია და, შესაბამისად, მარტივად ხდება “ვირუსული”, – ამბობს Tabitha Jean Naylor, მარკეტინგის სპეციალისტი.

 

როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა TikTok 

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ (2019 წლის მარტის მდგომარეობით) აპლიკაციის მომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფი 18-24 წლამდე მერყეობს.  თუ თქვენი ბრენდის სამიზნე აუდიტორია Gen Z-ია, TikTok შესანიშნავი სოციალური ქსელია თქვენთვის.

“მას შემდეგ, რაც ამ აპლიკაციას ბრენდის ობიექტივიდან შეხედავთ, მიხვდებით, რომ მარკეტინგული შესაძლებლობები უსაზღვროა.

დღევანდელ სამყაროში ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ რეკლამას, ამიტომ, ვიდეოები, რომლებშიც მომხმარებლები თქვენი ბრენდის პროდუქციას იყენებენ, ბევრად მეტ ახალ მომხმარებელს შეგძენთ, ვიდრე კომერციული ტიპის ვიდეო”. – ამბობს Lucy Rendler-Kaplan, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან, ახალგაზრდები ინტერესს დაკარგავენ მუსიკალური ვიდეოების მიმართ, ამიტომ TikTok-მა გამომწერების შესანარჩუნებლად ახალი ფუნქციები უნდა დაამატოს. 

გარდა ამისა, უნდა განსაზღვროს, რა ტიპის რეკლამებს გაუშვებს პლატფორმაზე. სულ ახლახან  McDonalds-მა ტიკტოკთან თანამშრომლობით ახალი ონლაინ კამპანია – Big Mac TikTok Challenge დაიწყო. ახალგაზრდები მოკლე საცეკვაო ვიდეოებს იღებენ, გამარჯვებულები კი საკმაოდ სოლიდურ პრიზებს მიიღებენ. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ორიგინალი: https://www.socialmediatoday.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.