5 დეკემბერი დილიდან
The BearFox-მა პირველი კლიპი გამოუშვა.
The BearFox – ვინ შემიფარებს • Who Will Shelter Me (feat. Natiki)
გიზიარებთ ჩვენს პირველ კლიპს, რომელსაც ექვსი წელი ველოდით!ჩვენ სიმღერაში სული ჩავდეთ, რომელსაც გურიკამ ანიმაციით ხორცი შეასხა👾 დიდი მადლობა ნათიკის, რომელმაც კიდევ უფრო გავილამაზა ჯადოსნური სამყარო 💫💫
Gepostet von The BearFox am Mittwoch, 4. Dezember 2019
პოპულარულმა ქართულმა ჯგუფმა The BearFox სიმღერაზე – “ვინ შემიფარებს” პირველი კლიპი გამოუშვა.
ვიდეო: https://www.facebook.com/
ლიეტუვაში ქართული რესტორნის მიმტანები მომხმარებლებს ანტისაოკუპაციო მაისურებში გამოწყობილები ემსახურებიან
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ქართული რესტორანი “მტევანი” 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა და მალევე დაიმსახურა მომხმარებელთა განსაკუთრებული ყურადღება. რესტორანი მთელ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილია, რომელზეც ადგილობრივი მედიაც კი წერდა.
7-20 დეკემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნით. ფესტივალის მიზანია მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა, აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ასევე, ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა.
ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანი თეატრის პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით, როგორებიც არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).
“ყოფის აუტანელი სიმსუბუქის” ავტორს, მწერალ მილან კუნდერას ჩეხეთის მოქალაქეობა 40 წლის შემდეგ დაუბრუნეს
საფრანგეთში ჩეხეთის ელჩის, პეტრ დრულაკის ინფორმაციით, ის თავად ესტუმრა 90 წლის მწერალს და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. “კუნდერა კარგ ხასიათზე იყო, უბრალოდ აიღო დოკუმენტი და მადლობა მითხრა”, – ასე აღწერა ჩეხეთის ელჩმა მწერალთან შეხვედრა.
საბჭოთა კავშირის დროს მილან კუნდერა გამოირჩეოდა “ანტიკომუნისტური აქტივობებით”, რის გამოც მას 1975 წელს ქვეყნიდან წასვლა და საფრანგეთში დასახლება მოუწია. 1979 წელს ჩეხეთის მთავრობამ კუნდერას მოქალაქეობა გაუუქმა, ორი წლის შემდეგ კი მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
წყარო: https://www.theguardian.com
35 წლის განმავლობაში Cosmopolitan-ის ყდაზე კაცის ფოტო პირველად დაიბეჭდა
ამერიკელი სტილისტი ჯონათან ვან ნესი მოდური ქალების ჟურნალის, Cosmopolitan-ის ბრიტანული ვერსიის ყდისთვის გადაიღეს. ფოტოზე გამოსახულია 32 წლის წვერიანი კაცი, რომელსაც ამერიკელი დიზაინერის, კრისტიანა სირიანოს მიერ შეკერილი ატმისფერი კაბა და Adidas-ის ბოტასები აცვია.
„დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ” – ასეთი წარწერაა ყდაზე. ჯონათან ვან ნესი პირველი კაცი გახდა, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში Cosmopolitan UK-ის ყდაზე მოხვდა. მანამდე, 1984 წელს, დეკემბრის ნომრის ყდაზე ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ბოი ჯორჯის ფოტო დაიბეჭდა.
წყარო: https://www.instagram.com/
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ოქროს დათვი ბრიტანელ მსახიობს, ჰელენ მირენს გადაეცემა.
ოქროს დათვის გადაცემის ცერემონია 2020 წლის 27 თებერვალს Berlinale Palast-ში გაიმართება. ცერემონიამდე ნაჩვენები იქნება ფილმი The Queen ჰელენ მირენის მონაწილეობით.
წყარო: https://www.facebook.com/
Peta-მ ხოაკინ ფენიქსი წლის ადამიანად დაასახელა
ცხოველთა უფლებების დაცვის ამერიკულმა ორგანიზაცია PETA-მ წლის ადამიანი გამოავლინა. ტიტული მსახიობ ხოაკინ ფენიქსს ცხოველებთან ეთიკური მოპყრობისთვის მიენიჭა, რომელიც ტოდ ფილიპსის გახმაურებულ ფილმ „ჯოკერში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტად განიხილება.
გამოცემის ცნობით, წლის პერსონად მსახიობი ასევე ვეგეტარიანელობის გამოც დაასახელეს. 3 წლის ასაკში მან ხორცის მიღებაზე უარი თქვა და დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთი აქტივისტი ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველია.