fbpx

თბილისის ისტორიული შენობები ბრიტანელი ფოტოგრაფის, ჯეიმს კერვინის ობიექტივში


გააზიარე სტატია

 

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯეიმს კერვინმა ცნობილ ფოტოსაიტ Bored Panda-ზე თბილისის “დამალული და მიტოვებული შენობების” ფოტოალბომი გამოაქვეყნა. ალბომის შესავალში ფოტოგრაფი წერს:

“მდინარე მტკვრის ნაპირებზე გაშენებული საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, კონტრასტების ქალაქია. აქაური არქიტექტურა მე-18 – მე-19 საუკუნეებში გვამოგზაურებს. უნიკალური  საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშებს – აივნებიან სახლებს თანამედროვე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობები და ხიდები დაჰყურებენ. 

აღსანიშნავია, რომ ძველ შენობებს შენარჩუნებული აქვს პირველსახე, აღდგენითი სამუშაოები ფაქიზადაა შესრულებული, განსხვავებით ბევრი სხვა ქალაქისაგან, სადაც შენობა-ნაგებობებს პირვანდელი სახისა აღარაფერი სცხია. აქ ქალაქის დიდ ნაწილს რესტავრატორის ხელი არ შეჰხებია. 

მრავალი შენობა წლების მანძილზე ხელშეუხებლად დგას, მხოლოდ დრო თუ გაახუნებს საღებავს მათ კედლებზე. დიდი და პატარა  სახლები დაკიდული აივნებითა და ხის კარებით გვიძღვებიან ეზოებში, რომლებსაც მოჰყვება იქ მცხოვრები ოჯახების ისტორიები წინა საუკუნეებიდან. დაათვალიერეთ ფოტოები და ისიამოვნეთ!




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.