მოწყალების მათხოვარი სეზონიდან სეზონამდე – დავით ქორიძის ფოტოპროექტი
ფოტოგრაფი დათო ქორიძე ერთი წლის განმავლობაში იღებდა ფოტოპროექტს, რომელიც თბილისის ცენტრში მოწყალების მათხოვარ მამაკაცსა და მის უკან სეზონიდან სეზონამდე ცვალებად ფონს ასახავს.
ფოტოპროექტის შესახებ უცხოური ფოტოსაიტი boredpanda.com წერს:
“მოხუცი მთელი დღეების განმავლობაში იმ იმედით დგას, რომ ვიღაც მაინც მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ ხალხი მას ისე უვლის გვერდს, თითქოს იქ არავინ დგას. ადამიანები აჩრდილებად იქცნენ, თითქოს არაფერი ესაქმებათ სხვის პრობლემებთან, კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესის გამოჩენა კი მხოლოდ ბრენდული მობილურების საშუალებით შეუძლიათ.
ამ გულგრილ საზოგადოებაში არავინაა, ვინც პრობლემას შეებრძოლება.
პროექტი – ერთი კაცის ისტორია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფოტოები ერთსა და იმავე ადგილასაა გადაღებული, მოხუცის უკან ფონად გამოკრული აფიშები, ბილბორდები და პოლიტიკოსთა პლაკატები კი დროსთან ერთად იცვლებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ერთსა და იმავე ადგილას გადაღებულ 12 ფოტოზე ასახული მოხუცი იმედოვნებს, რომ გამვლელები მას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ვიდრე მის უკან გაკრულ პლაკატებს.”