fbpx

9 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

Tbilisi Open Air-მა ზედიზედ მესამედ მიიღო წლის საუკეთესო ფესტივალის ჯილდო

Image may contain: 3 people

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ფესტივალი Tbilisi Open Air წელს უკვე მესამედ გახდა გამარჯვებული. მუსიკალური ფესტივალი წლეულს, ივნისში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება. 

წყარო: https://www.facebook.com

 

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ხუთშაბათს, 12 დეკემბერს დაკრძალავენ

 

ქართველი რეჟისორი შაბათს,  7 დეკემბერს გარდაიცვალა. ზაზა ურუშაძე არაერთი საინტერესო ფილმისა თუ სერიალის ავტორია, განსაკუთრებული წარმატება კი მის ფილმს, “მანდარინებს” ხვდა წილად. ესტონურ-ქართული სურათი ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი გახდა. ზაზა ურუშაძის პანაშვიდები გაიმართება ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. რეჟისორს ხუთშაბათს, 2 საათზე დაკრძალავენ. 

 

ესტონელი მომღერალი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობს

ესტონელი მომღერალი ეგერთ მილდერი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოხვედრას ცდილობს. მილდერმა უკვე გაიარა შიდა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და ახლა ნახევარფინალში 23 კონკურსანტთან ერთად მონაწილეობს. სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მისი კლიპი საქართველოში – თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული. როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

წყარო: https://1tv.ge/

 

ნეტფლიქსმა სერიალ You-ს პირველი თიზერი გამოაქვეყნა.

მეორე სეზონში გოლდბერგი, რომლის როლსაც პენ ბეჯლი ასრულებს, ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს გაიმართება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ანტონიო ბანდერასმა ევროპის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიიღო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.  ანტონიო ბანდერასმა ეს ტიტული პედრო ალმოდოვარის ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“ მიიღო. 

 

ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა 

World's Top Earning Musicians 2019

2019 წელს საკონცერტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 185 მილიონი დოლარი შეადგინა.  მეორე ადგილზე 150 მილიონი დოლარით ამერიკელი რეპერი კანიე უესტი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანია Adidas-თან კონტრაქტის ფარგლებში ფეხსაცმელების ხაზი Yeezy გამოუშვა. რეიტინგის მესამე ადგილზე ედ შირანი (110 მილიონი დოლარი), მეოთხეზე – ჯგუფი The Eagles (100 მილიონი დოლარი), მეხუთეზე კი ელტონ ჯონი (84 მილიონი დოლარი) გავიდა.

წყარო: https://www.forbes.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.