რუსეთი მომავალი 4 წელი ვერცერთ საერთაშორისო შეჯიბრში ვერ მიიღებს მონაწილეობას
გააზიარე სტატია
სააგენტო WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპუნგური სააგენტო) გადაწყვეტილებით, რუსეთი მომავალი 4 წლის განმავლობაში ვერცერთ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მინაწილეობას.
მათ შორის ვერც ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც იაპონიაში გაიმართება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამავე სააგენტოს გადაწყვეტილებით, 4 წელი რუსეთი ვეღარ გამოთქვამს სურვილს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე და შესაბამისად ვერც უმასპინძლებს მათ.
ასეთ მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაცია WADA-მ მიიღო კი იმით აიხსნება, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო, ანტიდოპინგურ კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის.
რუს სპორტსმენებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრზე მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ექნებათ მონაწილეობის მიღების უფლება.