ჟურნალი iD: 10 რამ, რაც ქართველ მუსიკოსზე, ნათია ჭიჭინაძეზე უნდა იცოდეთ
ცნობილი ბრიტანული ჟურნალი ID ქართველი არტისტის – ნათია ჭიჭინაძის შესახებ წერს:
“რამდენიმე თვის წინ ქართველმა მუსიკოსმა ნათია ჭიჭინაძემ საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო — მოდის სახლმა Materiel-მა, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ 1949 წელს, საბჭოთა დროს დაიწყო, არტისტს SS20 show-ზე სიმღერა შესთავაზა.
Materiel, რომლის კრეატიული დირექტორები ლადო ბოკუჩავა და ალექსანდრე ახალკაციშვილი არიან, ცნობილია ელეგანტური ტყავის ნაწარმით.
ბრენდი სულ უფრო ცნობილი ხდება და გასაკვირი არაა, რომ ნათია ამ შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდა.
24 წლის არტისტმა მოდის ჩვენების გახსნაზე თავისი ახალი სინგლი “DIE 4 YOU” შეასრულა, რომლის ტექსტმაც ყველა მონუსხა — „ფიქრობ, რომ შენთვის მოვკვდები. ზაფხულის ერთ დღეს, როცა ყველა სანაპიროზე იქნება, მე შენთვის მოვკვდები“.
თუ ჯერ არ გინახავთ, წინასწარ გეტყვით, რომ ნათის ახალ სიმრერაზე გადაღებული ვიდეოკლიპი ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. ვიდეოში, რომლის შექმნაზე ნათიას მეგობარმა, ახალგაზრდა რეჟისორმა ბუბა ბებოშვილმა იმუშავა, ის შავ-თეთრ სპორტულ მანქანაზე ზის. სხვა კადრებში კი წყალქვეშ ცურავს — კლიპის თითეულ მონაკვეთში მომღერალი შთამბეჭდავად გამოიყურება.
ვიდეო: ბუბა ბებოშვილი
ახლა კი მოგიყვებით 10 ფაქტს, რომელიც ნათია ჭიჭინაძეზე უნდა იცოდეთ:
- #1. ნათიამ სიმღერების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო.
- #2. ყოველთვის იცოდა, რომ მუსიკა მისი მთავარი საქმე იყო,
„ეს ჩემი საყვარელი ენაა. არ შემიძლია წარმოვიდგინო რაიმე, რაც მეტ ემოციას მომანიჭებს, ვიდრე მუსიკა“. - #3. მას ყოველთვის უჭირდა საკუთარი შემოქმედების განსაზღვრა.
- #4. ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში დაიბადა.
- #5. თუმცა, დღეს თბილისში ცხოვრობს.
- #6. Matériel-ის მოდის ჩვენებაზე სიმღერა მისთვის დიდი გამოწვევა იყო.
„აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია, თუმცა, გამოწვევები ძალიან მიყვარს“. - #7. ის უმაღლეს შეფასებას აძლევს თბილისის კლუბურ ცხოვრებას და ყველას ურჩევს, რომ ჩვენს დედაქალაქს ეწვიოს.
- #8. თუმცა, ზოგადად, მას არ მოსწონს საკუთარი ქვეყნის დამოკიდებულება შემოქმედების მიმართ.
- #9. მეტიც, მიუხედავად თავისი ძალიან საინტერესო შემოქმედებისა, ნათია მუდმივად ეძებს სამსახურს. „აქ ფული არასდროსაა საკმარისი“.
- #10. და ბოლოს, მისთვის მუსიკა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰობი. არტისტი ფიქრობს, რომ ეს ნამდვილი თერაპიაა.