fbpx

ვეგეტარიანელობა ჯანმრთელობას აუარესებს – ავსტრიელი სპეციალისტების კვლევა


გააზიარე სტატია

გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის ავსტრიელმა სპეციალისტებმა  ჩაატარეს კვლევა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოავლინა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ტიპის კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კვლევაში 15000  ადამიანი მონაწილეობდა, ასაკობრივი კატეგორია: 15 წლისა და მეტის.  

 

კვლევის მონაცემები:

  • გააანალიზეს ინფორმაცია  1320 მოქალაქის შესახებ 
  • მათგან 76,4%  ქალია, 23,6% – მამაკაცი, მათი 40% 30 წლამდე ასაკისაა 
  • მათგან 330 ვეგეტარიანელია –  ანუ ხორცს არ ჭამს
  • 330 ადამიანი –  ბევრ ბოსტნეულსა და ხილს მიირთმევს
  • 330  – ბევრ ხორცს ჭამს
  • 330 კი ხორცს ხანდახან მიირთმევს

 

მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელობას ბევრი სარგებელი აქვს, მკვლევრებმა განაცხადეს:

“საერთო ჯამში, ჩვენი დასკვნების თანახმად, ვეგეტარიანელებს უარესი ჯანმრთელობა აქვთ, უფრო ხშირად იტარებენ სამედიცინო მკურნალობას და გამოირჩევიან ცხოვრების დაბალი ხარისხით. შედეგებმა აჩვენა, რომ მათ უფრო ხშირად უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები”.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს კიბოს უფრო მეტი შემთხვევა ვეგეტარიანელებში, ასევე აღინიშნა შფოთვითი აშლილობები და დეპრესია. ზოგადად, ვეგეტარიანელები უფრო მეტად ავადდებიან  ქრონიკული დაავადებებით და უფრო მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ხორცის მჭამელები.

მიუხედავად ამისა, ვეგეტარიანელობას აქვს დადებითი თვისებებიც: ისინი სხეულის მასის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ნაკლებად აწუხებთ ქოლესტერინის პრობლემები, ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება და მე-2 ტიპის დიაბეტი. ამ კვლევაში ნათელია BMI-სა (სხეულის მასის ინდექსი) და ხორცს შორის კავშირი. ადამიანებს, რომლებიც ბევრ ხორცს მიირთმევენ, უფრო მაღალი ინდექსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ ჭამს. 

ძირითად შემთხვევებში, კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანელები უფრო ნაკლებად იტარებენ ვაქცინაციას. ცნობილი ბრენდები მარკეტინგული ხრიკებით საზოგადოებას ხშირად უგზავნიან საკომუნიკაციო მესიჯს, რომ მათი პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობითვის, რაც ქმნის ილუზიას. რეალურად, თანამედროვე სამყაროში არავინ არის დაზღვეული და  ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება იყოს არაჯანსაღი, მათ შორის, მცენარეული საკვებიც.

ილუსტრაცია: განსხვავებული დიეტების მქონე ადამიანებისა და მათი დაავადებების პროცენტული მაჩვენებლები 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.