წინანდლის პრემიამ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა
ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი
წინანდლის პრემიის დაჯილდოება წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. პრემიის მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების, მეცნიერების, სცენარისტების და მუსიკოსების წახალისება და საზოგადოებისთვის გაცნობაა. წლების განმავლობაში “წინანდლის პრემიამ” ხელი შეუწყო ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
“წინანდლის პრემიის” ჟიურიმ (დარგობრივმა კომისიებმა) მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლინა 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი.
- თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე
- კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი
- მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია
- მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე
- მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი
- სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე
წინანდლის პრემიის დამოუკიდებელმა ჟიურიმ კი 2019 წლის ლაურეატები შერჩეული 24 ნომინანტიდან მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში გამოავლინა:
თეატრალური ხელოვნება – გეგა გაგნიძე
საკონკურსოდ წარადგინა სპექტაკლი “ბალიშის კაცუნა”
კინოხელოვნება – გიორგი წერეთელი
საკონკურსოდ წარადგინა დავითის როლი სრულმეტრაჟიან მხატვრული ფილმიდან “და ჩვენ ვიცეკვეთ” (რეჟისორი ლევან აკინი)
პროზა – დათია ბადალაშვილი
საკონკურსოდ წარადგინა პროზაული კრებული “ფიჭვები შორს იყო” (გამომცემლობა ინტელექტი)
პოეზია – ნინი ელიაშვილი
საკონკურსოდ წარადგინა ლექსების კრებული “წერტილის შემდეგ” (გამომცემლობა ინტელექტი)
მუსიკალური ხელოვნება – სანდრო ნებიერიძე
საკონკურსოდ წარადგინა მუსიკალური ალბომი “Sandro Nebieridze Piano – Prokofiev, Rachmaninov” (ალბომი გამოცემულია Harmonia Mundi – მიერ)
ჰუმანიტარული მეცნიერებები – ოთარ გაბუნია
საკონკურსოდ წარადგინა” შუამდინარული წარღვნის მითი”(გამომცემლობა ლოგოსი)
სახვითი ხელოვნება – ლადო ლომიტაშვილი
საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია “სიზმარი წყალს მოუყევი და წყალი მოუვლის”
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ანა გოგოლაშვილი
საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი “ტერბუტალინის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინის ტიპის სელექტორების გამოყენებით და სელექტორ სელექტანტის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების შესწავლა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული სპექტროსკოპიის გამოყენებით”
2019 წლის “წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებს და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეობდნენ: ცოტნე ზედგინიძე, ანუშკა ჩხეიძე, Eko & Vinda Folio, ლიზი რამიშვილი, ქეთა შათირიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, ლია ლიქოკელი, ანა ადუნელი, ნიკა ქუთათელაძე, რუიკა იოკოიამა, ნიჭიერთა ათწლედის ბავშვთა ორკესტრი და თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი. ცერემონიის რეჟისორია 2017 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი გურამ მაცხონაშვილი, მხატვარი კი 2017 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი გვანცა ჯიშკარიანი.
პრემია ქართველი პოლიტიკოსის ზურაბ ჟვანიას სახელს ატარებს. ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. “წინანდლის პრემიის” პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.