გამოვიდა გრეტა თუნბერგის თოჯინა, რომელიც თქვენ გაგაკონტროლებთ
16 წლის ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის სახალისო სათამაშო აღჭურვილია თვალის სენსორებით, რომლებიც დაპროგრამებულია გარემოს მიმართ მავნე ზემოქმედების გამოსავლენად. თოჯინა ყოველი დღის ბოლოს თქვენს შესახებ ინფორმაციას გაეროს უგზავნის.
“გრეტას სათამაშო გხედავთ მაშინაც, როდესაც თქვენ გძინავთ. მან იცის, როდის მიდიხართ ჯიპით მაღაზიაში, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ, – თქვა თოჯინის შემქმნელმა. – მან ისიც იცის, რომ ნახშირბად-ნეიტრალური არ ხართ”.
პორტლენდში ერთმა წყვილმა შვილს გრეტას თოჯინა მიუყვანა და გააფრთხილა, რომ თუ გარემოს ცუდად მოექცეოდა, მაშინ გრეტა აუცილებლად მისცემდა შენიშვნას.
“როგორ ბედავ/How dare you!” – ამ ფრაზით თოჯინა ბავშვს აფრთხილებს მაშინ, როდესაც გამათბობელი ჩართულია და ის კი კარს ღიას ტოვებს.
გრეტას თოჯინას შეუძლია დაადგინოს, როდესაც თქვენ:
- ოთახიდან გასვლისას შუქს ანთებულს ტოვებთ
- სპორტული ავტომობილით მოძრაობთ
- სვამთ პლასტმასის საწრუპებით
- მაცივარს ღიას ტოვებთ
- რთავთ ნამდვილ ნაძვისხეს
- აერთებთ ელექტროტექნიკას
- ანთებთ გამათბობელს
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბავშვებს თოჯინის ეშინიათ და მშობლებს სთხოვენ, რომ “ცუდი გოგო წავიდეს”.