fbpx

13 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

“ლიბერალმა” მუშაობა შეაჩერა

 ამის შესახებ ინფორმაცია თავად “ლიბერალის” ვებგვერდზე განთავსდა. “წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ ლიბერალის პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს – მათ, ვინც ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე – ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ, ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და ლიბერალის მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა”.  – წერია განცხადებაში. ლიბერალის სამმა რედაქტორმა და ყველა ჟურნალისტმა გამოცემის დატოვების შესახებ განცხადება 23 ივნისს გაავრცელეს. მათივე თქმით, წამოსვლის მიზეზი დამფუძნებელთან უთანხმოება და ხედვებს შორის განსხვავება გახდა.

წყარო: http://liberali.ge

 

ედ შირანი ათწლეულის არტისტად დაასახელეს

 “დიდი მადლობა ყველას, ვინც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა“, – ამბობს ვარსკვლავი. შეგახსენებთ, მომღერლის ასეთი მასშტაბების უკანასკნელი მიღწევა Spotify-ის მიერ მინიჭებული დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული არტისტის ტიტული იყო. მისი კომპოზიცია Shape Of You, 4,5 მილიონი ასლით, 2010 წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა, რომელმაც ჩარტებში პირველ ადგილზე 14 კვირა დაყო.

წყარო: https://www.instagram.com

 

 

რუსულმა ტელეარხმა ТНТ-მ სერიალ “ხალხის მსახურიდან” პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ხუმრობა ამოჭრა

 BBC-ის ცნობით, ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებლებიც წერენ.

ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო. 11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო, თუმცა სერიალი მხოლოდ ერთი დღე აჩვენეს, მეორე დღიდან კი ეთერიდან მოხსნეს. 

წყარო: https://twitter.com/

 

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

 

ჰარვი ვაინშტეინმა შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ის თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. გარიგების თანახმად, პროდიუსერს ბრალის აღიარება და საკუთარი სახსრებიდან კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს. ყველა თანხას სადაზღვეო კომპანიები გადაიხდიან, რომლებიც Weinstein Company-ს წარმოადგენენ. ახლა კომპანია გაკოტრების პროცედურას გადის.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

მოდელი კრისი ტეიგენი ელენის შოუში ანუკი არეშიძის კაბით მივიდა

 ჯონ ლეჯენდის ცოლი, მოდელი კრისი ტეიგენი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა. მსახიობთან ერთად გადაცემაში ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯენიფერ ენისტონიც იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს ანუკი არეშიძის კაბა ეცვა. 

წყარო: https://www.instagram.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.