fbpx

17 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორისაა პორტუგალიაში, ქალაქ პორტიმაოში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის, EMYA-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის საქართველოს ხელოვნების სასახლეც დასახელდა. 

Image may contain: indoor

EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი 2020 წლის 2 მაისს, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება. 

ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum წარმოადგენს ევროპის კონტინენტის წამყვან სამუზეუმო ინსტიტუციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.

წყარო: https://www.facebook.com

 

ბიჭი მთელი წელი დაბადების დღისთვის ფულს აგროვებდა, საჩუქრის ნაცვლად კი თავშესაფრის ძაღლებს სამი ტომარა საკვები უყიდა

Image may contain: 1 person, sky and outdoor

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილმა დაწერა, რომელსაც უკვე წლებია თბილისში თავშესაფარი აქვს. “ბევრი ადამიანი მოდის თავშესაფარში, ზოგს ერთი ნაჭერი პური მოაქვს ძაღლებისთვის, ზოგს უფრო მეტი. დღეს გაოცებულები დავრჩით. დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი. სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა, თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი საკვები აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს”, – წერს ელიზბარაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

 თამაზ ელიზბარაშვილი ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებს: ”თავშესაფარმა რომ  მუშაობა განაგრძოს, მას თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია”, – წერია სტატუსში. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის სათვალე Sotheby-ის აუქციონზე $183,740-ად გაიყიდა.

Image result for Beatles Chauffeur Sells ‘Iconic’ John Lennon Glasses for $184,000 Read More: Beatles Chauffeur Sells ‘Iconic’ John Lennon Glasses for $184,000

აქსესუარი მუსიკოსს 1968 წლის ზაფხულში The Beatles-ის კიდევ ერთი წევრის, რინგო სტარის “მერსედესის” მარკის ავტომობილში დარჩა. ნივთი აუქციონზე გასაყიდად მძღოლმა ალან ჰერინგმა გაიტანა.

წყარო: https://ultimateclassicrock.com

 

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება

Image may contain: 1 person, text 

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამომცემლობა „ინტელექტი“ და კონრად ადენაუერის ფონდი გიწვევთ შეხვედრაზე ნინო ხარატიშვილთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (მთარგმნელი: ნინო ბურდული) წარდგენა. ავტორთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ისაუბრებს წიგნის ისტორიულ კონტექსტზე და თითქოსდა გამქრალ, დავიწყებულ საქართველოს წარსულზე, რომელიც ნინო ხარატიშვილმა ასე ოსტატურად გააცოცხლა ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელი ცხოვრების მაგალითზე, თითქმის ასწლიანი ქრონიკით. 

შეხვედრა ეძღვნება საქართველო-გერმანიის 200-წლიან ურთიერთობას, რომლის განმტკიცებისა და ევროპისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობის საქმეში თავისი რომანებითა და დრამატურგიით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ნინო ხარატიშვილმა, რომელიც, აღიარებულ ლიტერატორთა შეფასებით,  ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი ხმაა დღევანდელ გერმანულ და ასევე საერთაშორისო ლიტერატურაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Frozen 2-ის შემოსავლებმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია

Kristen Bell, Idina Menzel, Josh Gad, and Jonathan Groff in Walt Disney's 'Frozen II'

ამ მაჩვენებლით ის დისნეის მეექვსე პროდუქტი გახდა, რომლის კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმაც წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მანამდე შემოსავლებით ამგვარივე წარმატებას მიაღწიეს ფილმებმა: Avengers: Endgame, The Lion King, Captain Marvel , Toy Story 4 და Aladdin.

წყარო: https://www.forbes.com/

 

 

ხმელთაშუა ზღვაში ისტორიულად ყველაზე ძველი ხომალდი აღმოაჩინეს

kefalonia shipwreck amphorae rome

გემი ორი ათასი წლის წინ ხმელთაშუა ზღვას კვეთდა და თან მიჰქონდა დიდი ოდენობის ტვირთი: დიდი ტერაკოტის ქოთნები, რომლებსაც რომის იმპერიაში იყენებდნენ ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადასატანად. მას შემდეგ, რაც ხომალდმა ზღვის ძირში თითქმის ორი ათასწლეული გაატარა, ის არქეოლოგებმა ტვირთთან ერთად აღმოაჩინეს და ძვ. წ. 100-დან ახ. წ. 100 წლით დაათარიღეს. როგორც მკვლევრები ამბობენ,  ეს არის უდიდესი კლასიკური ხომალდი, რომელიც ოდესმე უპოვიათ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

წყარო: https://edition.cnn.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.