fbpx

აშშ განათლების სისტემის საპასუხო რეაქციები სკოლებში გრაფიტის გამოჩენისას


გააზიარე სტატია

 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობის გარდა, საზოგადოებაში პოლემიკაა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა სკოლას ან განათლების სისტემას გრაფიტით კედლების დაზიანების ფაქტზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს მკაფიოდ შემუშავებული რეკომენდაციები ან წესები მსგავს სიტუაციებში სახელმძღვანელოდ, ვნახოთ როგორია აშშ განათლების სისტემის საპასუხო რეაქცია სკოლებში გრაფიტის გამოჩენის შემთხვევებში:

  • #1 პირველი რასაც სკოლა ამ დროს აკეთებს არის გრაფიტის დაუყოვნებლივ მოშორება, განსაკუთრებით თუ ეს ზიზღის ენის ან აგრესიის შემცველია; ჩვენს შემთხვევაში იყო სუიციდური და დეპრესიული განწყობის მატარებელი, ანუ პირველი სიგნალი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა;
  • #2  ვანდალიზმის, განსაკუთრებით კი არააგრესიული შინაარსის გრაფიტის შემთხვევაში, სკოლა ცდილობს კამერების საშულებით თავად დაადგინოს რომელი მოსწავლე აკეთებს ამას;
  • #3  მას მერე რაც სკოლა თავად დაადგენს გრაფიტის ავტორს, ხდება სამუშაო ჯგუფის ფორმირება, მასში შედიან: სკოლის დირექტორი/მოადგილე/პედაგოგ(ებ)ი, მშობლები, ფსიქოლგი, სოცმუშაკი, სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები (მანდატური ექვივალენტი), სკოლის მედდა და ა.შ.
  • #4  დგება ბავშვის არა დასჯის, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გეგმა, განისაზღვრება კონკრეტული რეაბილიტაციის აქტივობები და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები/ვადები;
  • #5 ყველა შესაბამის რეგულაციაში წითლადაა აღნიშნული, რომ მაქსიმალურად თავი უნდა აარიდოს სკოლამ ჩაერიოს პოლიცია და რომ ეს ბავშვზე დამანგრევლად ზემოქმედებს (პირდაპირი ციტატა “students can suffer permanent damage when they are criminally prosecuted for minor misbehavior”);
  • #6 პოლიციის ჩარევა ხდება უკიდურეს შემთხვევაში – განმეორებითი ვანდალიზმის, ზიზღის ენისა და აგრესიის, ასევე ძალადობის შეთხვევებში.
    ოღონდ ერთვება ნორმალური და ბავშვის უფლებების მცოდნე პოლიცია და არა ჯალათი, დამსჯელი რაზმი.

 

ავტორი: მედეა გუგეშაშვილი, Hubert H Humphrey Program Fellow

წყარო:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.