ტილდა სუინტონი ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს
კანის კინოფესტივალის გამარჯვებული, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ტაილანდელი რეჟისორი, აპიჩატპონგ ვერასეტაკული ახალ ფილმს, Memoria, იღებს, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი შეასრულებს.
ვერასეტაკულმა ოქროს პლამის რტო 2010 წელს მიიღო ფილმისთვის “ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს”.
ახალ ფილმს ბრიტანელი მსახიობის მონაწილეობით კოლუმბიაში გადაიღებენ და ის 70-იან 80-იან წლებში კოლუმბიაში არსებულ საშინლად ძალადობრივი სიტუაციაზე მოგვითხრობს.
“მანქანით მგზავრობის დროს, შესაძლოა, ბომბი ჩაედოთ შენთვის, ან საცობში გაეჩერებინე ვინმეს და არ იცოდი რატომ. ხალხი რაღაცებს იგონებდა და შემდეგ ამის თავადვე ეშინოდათ. ფილმიც სწორედ ამაზე იქნება, როცა ელი რაღაცა ან ვიღაც უცნობს”, – ამბობს რეჟისორი.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შედგება ფილმის პრემიერა.
წყარო: https://theplaylist.net/