fbpx

25 მშვენიერი ილუსტრაცია მარტო მცხოვრები ინტროვერტების შესახებ


გააზიარე სტატია



თუ ოდესმე მარტო გიცხოვრიათ, კარგად გეცოდინებათ, რამხელა ბედნიერებაა მარტო ყოფნა, მით უმეტეს მაშინ, როცა ინტროვერტი ხარ.

ლოს-ანჯელესში მცხოვრები მხატვარ-ილუსტრატორი Yaoyao Ma Van As დაქორწინებამდე 8 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. მან შექმნა შესანიშნავი ნახატების სერია, რომელიც მარტო ცხოვრების ჯადოსნურობას ასახავს.

ილუსტრატორი საკუთარ თავსისე აღწერს, როგორც ინტროვერტსა და მორცხვ ადამიანს.  სწორედ ამიტომ მისთვის შთაგონების წყარო  საკუთარი გამოცდილებაა. ნახატები ასახავს მომენტებს იმ დროიდან, როდესაც მარტო ცხოვრობდა და თავისუფალ დროს სასიამოვნო საქმით იყო დაკავებული.

Yaoyao 34 წლის ასაკში მუშაობდა ისეთი შოუებისთვის, როგორიცაა “რიკი და მორტი”, “ცხენი ბოჯეკი”.  სამწუხაროდ, სამსახურის გამო ხატვისთვის დიდი დრო არ რჩებოდა. 

სწორედ ამიტომ ილუსტრატორმა შექმნა სერია იმის შესახებ, თუ როგორია მარტო ცხოვრება.  მისი დამოუკიდებელი ცხოვრების მსგავსად, ეს ნამუშევრებიც მისი საკუთრება იყო.

არ აქვს მნიშვნელობა მარტო იცხოვრებ თუ სხვასთან ერთად, უბრალოდ მსურს, რომ ადამიანები საკუთარ თავთან კომფორტულად იყვნენ.

Yaoyao-ს ნახატებზე გამოსახულია მისი ოთხფეხა “ოთახის მეგობარი” – საყვარელი ძაღლი პარკერი.

ილუსტრატორი აღიარებს, რომ ინტროვერტობის გამო ზოგჯერ მისთვის ძალიან ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა.  “საუბარს ვიწყებ მაშინ, როცა ეს აუცილებელი ხდება”.

ნახატები ფოკუსირებულიაYaoyao-ს  მარტო ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე. აღწერს მომენტებს, როდესაც ხატავდა, აბაზანას იღებდა ან უბრალოდ საკუთარ კამპანიაში ყოფნით ტკბებოდა.

ილუსტრატორის რჩევა ინტროვერტებს: “თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი თავი მრავალი ფორმით და ამაზე უნდა ისაუბროთ ისე ხმამაღლა, თითქოს ექსტრავერტი იყოთ”.

მარტო ყოფნა არ უნდა იქცეს საშინელ გამოცდილებად. ფაქტობრივად, ეს  ისაა, რაც ინტროვერტს სინამდვილეში სჭირდება.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.