fbpx

სიზმრების 7 გავრცელებული სახეობა და მათი მნიშვნელობები


გააზიარე სტატია


გესიზმრება რომ ეცემი, ან დაფრინავ, ანდაც კბილს კარგავ? სტატიაში გაიგებთ,  რა გავლენას ახდენენ თქვენზე ჩვეულებრივი სიზმრები და რა მნიშვნელობა აქვთ მათ.

სიზმარი არ არის მხოლოდ გონების მოგზაურობა ღამით. სიზმრები და მათი მნიშვნელობა მენტალური პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 

სიზმარი გვესიზმრება სწრაფი ძილის  ფაზაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დროს ტვინი აქტიურად მუშაობს და გადაამუშავებს მოგონებებს, ასევე იუმჯობესებს მეხსიერებას მთელი ღამის განმავლობაში. ისე, როგორც კომპიუტერი,  თავის ტვინიც საკუთარ თავს თავად გადატვირთავს. ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში განიცდი და ხედავ, შენს გონებაში მთელი ღამის განმავლობაში ხელახლა “ჩაიტვირთება”.

სიზმრები, რომლებიც გვესიზმრება შუაღამით, შესაძლოა  საიდუმლოებით მოცული იყოს. მაგრამ რამდენიმე დეტალის ცოდნა მათ შესაძლო მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. სიზმრის მნიშვნელობის გაგებით შეიძლება განიჭვრიტოს ადამიანის ძალიან ღრმად დაფარული  ფიქრები და გრძნობები.

 

#1. დაცემა/ვარდნა

თუ სიზმარში ხედავთ, რომ ეცემით, ეს მიანიშნებს, რომ გეშინიათ  მარცხის და საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგვის. თავისუფალი ვარდნა ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ ცხოვრებაში წარუმატებლობის. ვარდნა ასევე ესიზმრებათ იმ პირებს, რომლებიც თავს  მარტოსულად გრძნობენ და აქვთ წარუმატებლობის მუდმივი განცდა. სიზმრების ანალიტიკოსი ლაური ლოვერბერგი ამბობს, რომ სიზმარში დაცემის ნახვა არის სიგნალი ტვინისა, რომელიც გვატყობინებს, რომ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში არასწორი რაკურსით ვითარდება.

 

#2. ფრენა

თუ სიზმარში ხედავთ, რომ დაფრინავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ამბიციები და საკუთარი თავის რეალიზების დიდი სურვილი. ამ ტიპის სიზმრის ნახვა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ უპასუხეთ შეკითხვას: სად მინდა ყოფნა? და რისი გაკეთება მსურს ცხოვრებაში?

 

#3 (თუ) საზოგადოებაში ხართ შიშველი

ამგვარი  სიზმრები ხშირია და ის მეტყველებს შერცხვენისა და დამცირების ფარულ შიშზე. ხშირად საზოგადოებაში ჩვენი ქცევა არ შეესაბამება ჩვენსავე რეალურ პიროვნებას. ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი ვერონიკა მიიჩნევს, რომ როცა  საკუთარი თავი შიშველი გესიზმრება, ეს მიანიშნებს, რომ თავს გრძნობ დაუცველად.



#4 სკოლაში დაბრუნება

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არასოდეს დასიზმრებია, როგორ ბრუნდება   უკან, სკოლაში, ანდაც მიდის მნიშვნელოვან გამოცდაზე სრულიად მოუმზადებელი. მიზეზი, რის გამოც სკოლა  ხშირად გვესიზმრება, არის ის, რომ იმდროინდელი გარემოს განცდა გრძელდება შემდგომ კარიერაში, სოციალურ ცხოვრებასა და სამსახურში. სიზმარი, რომელშიც ვერ პოულობთ თქვენს საკლასო ოთახს, მეტყველებს  შინაგან შიშზე, რომ ცხოვრებისეული პრობლემების დასაძლევად არ ხართ მზად. თუ თქვენ სკოლაში ყოფნის პერიოდი ცუდად გახსენდებათ, ეს ნიშნავს, რომ არ ხართ კმაყოფილი თქვენი კარიერული გზით.


#5. წყალი

სიზმარში წყლის ნახვა არის სიმბოლური და მას შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. წყალი გამოხატავს ჩვენს ძალიან ღრმა და შეუცნობელ ემოციებს. თუ თქვენ გესიზმრებათ წყალდიდობა, ეს მიანიშნებს, რომ გაქვთ შიში იმისა, რომ დაკარგავთ კონტროლს  შინაგან ემოციებზე.

 

#6. კბილის ამოღება

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამგვარი ტიპის სიზმრები გამოხატავს დაბერების შიშს. სხვები კი თვლიან, რომ  სხვის თვალში რეპუტაციის დაკარგვის შიშს გამოხატავს. ზოგი მოსაზრებით, სიზმარში კბილის დაკარგვა მეტყველებს არამყარ ურთიერთობებზე. სიზმარში გატეხილი კბილის შემოწმება შესაძლოა მეტყველებდეს  ტაბუ დადებული თემის არსებობაზე ორ ადამიანს შორის. სიზმრები კბილების შესახებ, ასევე, შესაძლოა ნიშნავდეს მოსალოდნელ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას.

 

#7. ვინმეს დაკარგვა

ამ ტიპის სიზმრები ერთ-ერთი ყველაზე საშიში და უსიამოვნოა ადამიანისთვის, რაც შეიძლება ასახავდეს დაბრკოლებას ცვლილებების გზაზე. მაგალითად, შეიძლება დაგესიზმროთ,  რომ პარკში ან სხვა გარემოში კარგავთ ბავშვს. ეს არის „პატარა სიკვდილი“ (სიკვდილის ასოციაცია – ამ დროს ჩვენ დავტირით დროის სწრაფ დინებას). სიზმარი, რომელშიც თმას კარგავთ, მიანიშნებს, რომ  ძალიან მოწყდით ვინმეს ან რაიმეს – საკუთარ იდეას ან საქმეს.

 

სიზმარი დღემდე ამოუცნობი და მისტიკურია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი ფსიქოლოგისა და მეცნიერისთვისაც. თუმცა  იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ საგნები თუ მოვლენები, რომლებსაც ღამით ვხედავთ, ჩვენს ცნობიერში ღრმადაა დამარხული და შესაფერის მომენტს ელოდება, რომ თავი შეგვახსენოს. 



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.