დიდი “წაშალვა” – კომენტარები და ფრთიანი გამონათქვამები “ოცნების ტროლების ბართლომეს ღამეზე”
გააზიარე სტატია
ფეისბუკის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ყალბი პროსამთავრობო კონტენტის წაშლას ფეისბუკში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. როგორც ცნობილია, ფეისბუკმა გუშინ ფეისბუკის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა. კომპანიამ ასევე პირდაპირ მიუთითა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში “ქართული ოცნების” მთავრობის ჩართულობის შესახებ.