fbpx

“თბილისის ომი” – ირაკლი ორაგველიძის ფოტოსერია


გააზიარე სტატია

28 წლის წინ, თბილისის ცენტრში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება მთავრობის სახლში გამაგრებულ, პრეზიდენტის მხარდამჭერ სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის შენაერთებს შორის, რაც ორიოდე კვირის შემდეგ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით დასრულდა.

გთავაზობთ ჟურნალისტ ირაკლი ორაგველიძის ფოტოსერიას, რომელიც მან “თბილისის ომის” დასრულებისას, მთავრობის სახლისა და პირველი სკოლის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გადაიღო.

“ამ დღეს (ომის დაწყებისას, 22 დეკემბერს – რედ.) რუსთაველზე ვიყავი – როცა ავტომატიდან გამოშვებულმა ჯერმა ოპერის გვერდზე ხეების ტოტები ჩამოყარა, მაშინღა ჩავწვდი, რომ ეს ლოკალური შეტაკება კი არა, ნამდვილი ომი იყო. ომმა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვის წინაპირობა შექმნა.

ამ სურათებზე დასასრულია გამოსახული, 1992 შობის დღე. რუსთაველზე გამოფენილმა თბილისელებმა ჯერ არ იცოდნენ, თუ რა განსაცდელი ელოდათ წინ” – ირაკლი ორაგველიძე

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.