fbpx

24 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგი გამოაქვეყნა

 US-ENTERTAINMENT-FINDING THE WAY

2019 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზე ბრიტანელი ჯოან როულინგია, რომლის შემოსავალმაც 92 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა ამერიკელი მწერალი ჯეიმს პატერსონი. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 70 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პატერსონი ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალია. მისი წიგნი, სახელწოდებით “პრეზიდენტი დაიკარგა”, რომლის თანაავტორიც ბილ კლინტონია, აშშ-ში 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ფანტასტიკური რომანი იყო. სამეულშია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა. მისი მემუარები Becoming ყველაზე პოპულარული ავტობიოგრაფიული წიგნი გახდა. რეიტინგში მიშელ ობამას შემდეგ ჯეფ კინია, რომელმაც მიმდინარე წელს 20 მილიონი გამოიმუშავა. მის შემდეგ მოდის სტივენ კინგი, 17 მილიონით. აღსანიშნავია, რომ კინგი გასულ წელს რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა. შარშანდელთან შედარებით მისი შემოსავლები 10 მილიონი დოლარით შემცირდა.

 

ლანა დელ რეიმ სამ კომპოზიციაზე – Norman Fucking Rockwell!, Bartender და Happiness Is A Butterfly – გადაღებული 14-წუთიანი ვიდეოკლიპი გაავრცელა.

მუსიკოსმა მეექვსე სტუდიური ჩანაწერი Norman Fucking Rockwell! 30 აგვისტოს გამოსცა.

 

25 დეკემბერს ლანა ღოღობერიძის  ახალი ფილმის, “ოქროს ძაფის” ჩვენება გაიმართება, შემდეგ კი შეგიძლიათ რეჟისორს შეხვდეთ 

Image may contain: 1 person, text

 “ოქროს ძაფის” მთავარი გმირია 80 წელს მიტანებული მწერალი ელენე. უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახლის, გადმობარგება და ზარი ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებულისგან… ფილმში მთავარ როლებს ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია და ზურა ყიფშიძე ასრულებენ. ფილმისთვის მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა.

წყარო: https://www.facebook.com/events/737761036719894/

 

ოსკაროსანი მსახიობი ჯეინ ფონდა მეხუთედ დააპატიმრეს

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველ პარასკევს საპროტესტო აქციებს უდგას სათავეში, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე საყოველთაო ყურადღების მიქცევა და ხელისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდებაა. მას შემდეგ ფონდა და აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, რათა მსახიობისთვის შესაძლო დამძიმებული სასჯელი აერიდებინათ, თუმცა ეს მცდელობა დიდხანს არ გაგრძელდა: გასულ პარასკევს მსახიობი მეხუთედ დააპატიმრეს.

 

ედრიენ ბროუდი სტივენ კინგის წიგნის ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

 ედრიენ ბროუდი სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გადაღებულ სერიალში – Jerusalem’s Lot – მთავარ როლს შეასრულებს. სერიალის გადაღებები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. კინგის წიგნი 1978 წელს გამოვიდა. მაყურებელს წინ 10-ეპიზოდიანი პროექტი ელის, რომელიც ტელეარხ Epix-ზე გავა. სერიალში მოქმედება 1850-იან წლებში, გამოგონილ სოფელში, პრიჩერს კორნერსში ვითარდება. ედრიან ბროუდის გმირი, არისტოკრატი ჩარლზ ბუნი, სწორედ აქ, საოჯახო მამულში გადმოდის საცხოვრებლად შვილებთან ერთად. ცოლის სიკვდილის შემდეგ, ის ცდილობს სიმშვიდე იპოვოს, თუმცა მას თავისი ოჯახის წარსულის ბნელ საიდუმლოებებთან გამკლავება უწევს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.