fbpx

კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის ხელოვანმა სანაპიროზე მასიური საცობი შექმნა


გააზიარე სტატია



ავტორი:Sara Barnes

 

ხელოვანმა ლეანდრო ერლიხმა მაიამის სანაპიროზე საცობი შექმნა. მისი მონუმენტური ინსტალაცია – სახელწოდებით Order of Importance წარმოდგენილია  66 რეალური ზომის  სატვირთო და მსუბუქი მანქანების ფორმის ქვიშის ფიგურით. 

მანქანები,  რომლებიც თითქოს ვიღაცამ ქვიშიან გზაზე მიატოვა, აბსოლუტურად შეერწყნენ ლანდშაფტს. სიურეალისტური  მანქანის რიგები შემოქმედის მხრიდან პასუხია მსოფლიო გლობალურ ცვლილებებზე.

მიტოვებული მანქანების სიმრავლე დესტრუქციულობის განცდას გვიტოვებს. თითქოს ჩვენ მათ განადგურებიდან მრავალი წლის შემდეგ მივუახლოვდით. კურატორი ხიმენა კამინოსი ამბობს, რომ მანქანები ერთგვარად თანამედროვე პომპეის გამოსახავენ.  

ისინი ხაზს უსვამენ წყლის დონის მატებას და გვაფრთხილებენ, რომ ვიფიქროთ მოსალოდნელ შედეგებზე. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, მაიამის (საბოლოოდ კი დანარჩენი მსოფლიოსიც) სანაპიროს საფრთხე დაემუქრება.  ლეანდრო ერლიხი თავს ვალდებულად თვლის, საკუთარი ნამუშევრებით გარემოსდაცვით საქმიანობაში არსებულ პრობლემებს შეეხოს. 

მხატვრის მიერ შექმნილი მაპროვოცირებელი ნამუშევარი გვაფიქრებინებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, და  განსაკუთრებით კი მსოფლიო ლიდერები, სერიოზულად არ მივიღებთ კლიმატის ცვლილების საფრთხეს.

„კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები აღარ არის მომავლის პრობლემა.  კლიმატის კრიზისი ობიექტური პრობლემა გახდა, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს გადაჭრას. როგორც მხატვარს, მე მუდმივად ვიბრძვი იმისთვის, რომ ხალხმა გააცნობიეროს იდეა – ჩვენ არ გვაქვს უფლება, თავი ავარიდოთ პლანეტის დაცვაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნავს ხელოვანი.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.