ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია!
ექიმი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები გაფრინდაშვილს ეგრეთწოდებული საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას არ აღიარებდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ვაჟა გაფრუნდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა
ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
“საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასაოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი…
Gepostet von სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia am Freitag, 27. Dezember 2019


