fbpx

2019 წლის მიღწევები – იცვლება თუ არა სამყარო უკეთესობისკენ? – TIME


გააზიარე სტატია


2019 წელი ქაოსური,  დესტაბილიზებული და ზოგჯერ აპოკალიფსურიც კი იყო. ტოქსიკური ნაციონალისტური მოძრაობების რაოდენობა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. პოლიტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოებში უფრო პოლარიზებული გახდა. ძნელია ყოველდღიური ცუდი ამბების მოსმენის შემდეგ მაინც გჯეროდეს და ამჩნევდე, რომ არსებობს  ბევრი რამ, რაც უკეთესობისკენ იცვლება. წარმოგიდგენთ 2019 წლის საუკეთესო მიღწევებს.

 

შენიშვნა: გლობალური მონაცემების შეგროვებას ხშირად ერთი ან ორი (ან მეტი) წელი სჭირდება, ამიტომ ამ სტატიაში ნაჩვენებია 2017 და 2018 წლებიც მონაცემებიც, თუმცა, ყველა მათგანი 2019 წელს გამოქვეყნდა. 

 

გარემო და კლიმატი

 

ძნელია იპოვოთ მიზეზები, რაც ოპტიმისტურად განგაწყობთ ადამიანური ცივილიზაციის ბუნებასთან ურთიერთობის შესახებ. სამყაროს მოაზროვნეები კვლევას კვლევაზე აქვეყნებენ, რომელთა მიხედვითაც, კაცობრიობა განწირულია და მომავალი თაობები  კლიმატის კატასტროფული ცვლილების წინაშე აღმოჩნდებიან.

ამის მიუხედავად, გასული წლის განმავლობაში ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები მოხდა. მაგალითად, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური საზოგადოება განაგრძობს დედამიწის უფრო და უფრო მეტი ნაწილის დაცვას, რომლებიც აუცილებელია ბიომრავალფეროვნებისთვის და, შესაბამისად, ადამიანების გადარჩენისთვის.

 

 

გარდა ამისა, ნაკლები ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო:

ამავე დროს, მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა მოიპოვა ელექტროენერგია.

იზრდება განახლებადი ენერგიის გამოყენების მაჩვენებელი

ეს სასიხარულო ამბავი უმეტესად განპირობებულია იმით, რომ განახლებადი ენერგია ფასის გამო კონკურენციას უწევს წიაღისეულ  საწვავს. ნავთობისა და გაზის კომპანიების დიდმა ნაწილმა თავად ჩადო ინვესტიცია “მწვანე ენერგიაში”. 2019 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 70-ია. 

 

ეკონომიკური და სოციალური განვითარება

 

ზოგადად, გასულ წელს გაიზარდა იმ რესურსებზე წვდომის მაჩვენებელი, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას აუმჯობესებს. ელექტროენერგია მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხო სასმელი წყალი კიდევ უფრო აუცილებელი, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უფრო მეტ პროცენტს აქვს სასმელი წყალი, ვიდრე მანამდე.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მასშტაბით ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ ვინ არის მდიდარი ან ღარიბი და როგორაა გადანაწილებული სიმდიდრე, მკვლევრები მაინც შეთანხმდნენ ერთ საკითხზე: 2019 წელს უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს ჰქონდა ფინანსური საშუალება, რომ უსაფრთხოდ ეცხოვრა, ვიდრე წინა წლებში. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე მოცემულია ინფლაცია და  ხარჯების ცვალებადობა ქვეყნიდან ქვეყანაში.

 

ჯანდაცვაზე, უსაფრთხო სასმელ წყალზე, ელექტროენერგიასა და ფინანსურ კაპიტალზე წვდომა დიდ გავლენას ახდენს ერთ რამეზე, რაზეც მშობლების უმრავლესობა ზრუნავს: მათ შვილებს შეუძლიათ მიიღონ კარგი განათლება და, შესაბამისად, შესაძლებლობები, რაც უფროსს თაობას არ ჰქონდა. 

 

გენდერული თანასწორობა

 

გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება იმ გოგონების რაოდენობა, რომლებსაც დაქორწინებას აიძულებენ თინეიჯერობის ასაკში. გენდერული თანასწორობის უმაღლეს დონეზე მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ახლა უფრო მეტი ქალია მთავრობის წევრი, ვიდრე ადრე.

 

ჯანმრთელობა

 

გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი გზა სიცოცხლის ხანგრძლივობით შეფასებაა. გაეროს მონაცემებით, 2017 წელს დაბადებული ადამიანი საშუალოდ 72,4 წელი იცოცხლებს, რაც ექვსი სრული ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის შესაძლებლობა. 

 

მართალია, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ავადდება კიბოთი, მაგრამ მედიცინა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლებში.  20 წლის განმავლობაში კიბოთი გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით შემცირდა.

 

https://time.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.