fbpx

ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ


გააზიარე სტატია

 

უკვე ცნობილია იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების სია, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგებიან.

ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული ევროპული კინოს პრომოუშენმა (გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.

ამომავალი ვარსკვლავების სიაში მოხვდა ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანიც, რომელიც ლევან აკინის დრამაში And Then We Danced მთავარ როლს ასრულებს.

“21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია” – ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს.

გელბახიანს  პირველმა კინოროლმა დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.

ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანს მის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ბერლინში ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.