fbpx

15 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა.  დასაწყისისთვის კინობიბლიოთეკაში მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის, რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენ მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბილი აილიში ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის – No Time To Die-ის საუნდტრეკს შეასრულებს

18 წლის ამერიკელი მომღერალი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელსაც ჯეიმს ბონდის მუსიკაზე უმუშავია. ფილმის პროდიუსერების თქმით, აილიშის ემოციური შესრულება ფილმის საერთო განწყობასთან თანხვედრაში იქნება. ფილმის პრემიერა აპრილში გაიმართება.

წყარო: https://www.instagram.com

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი იწყებს ახალ პროექტს – „იდეოლოგია და ხელოვნება“

 პროექტის პრეზენტაცია 16 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება. „იდეოლოგია და ხელოვნება“ შეხვედრების ახალი ციკლია, რომელიც მოიცავს XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებულ ტენდენციებს ხელოვნებაში. 

მნიშვნელოვანია დისკურსი, როგორ პასუხობს ხელოვნება საბჭოთა იდეოლოგიურ მოცემულობას და რა პირობებში ხდება ახალი ვიზუალური კონსტრუქტისა და სამეტყველო ენის ფორმირება, რადგან არსებულმა ისტორიულმა ფორმაციამ და ჩამოყალიბებულმა დღის წესრიგმა ხელოვნებას, როგორც მიმართულებას რადიკალური ინსტრუმენტალიზაციისკენ უბიძგა. ციკლის განმავლობაში განხილავენ საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსს და ვიზუალურ სახეს. ასევე ისაუბრებენ XX საუკუნის სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპზე, საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე.

 

კანის კინოფესტივალის ჟიურის 2020 წელს ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს

Image result for spike lee cannes

კინოფესტივალის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში ის ჟიურის პირველი შავკანიანი თავმჯდომარე იქნება. “როცა დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ კანის 2020 წლის დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, ერთდროულად გავოგნდი, გამიხარდა, გავოცდი და სიამაყით ავივსე”, – განაცხადა სპაიკ ლიმ.

  რეჟისორის განცხადებით, მისთვის ამ ფესტივალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: “კანის ფესტივალმა ჩემზე და ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. მარტივად შეგიძლიათ თქვათ, რომ კანის ფესტივალმა განსაზღვრა ჩემი ადგილი კინოში”.  

ფესტივალი 13-23 მაისს გაიმართება.

წყარო: https://www.festival-cannes.com

 

მარკ ჰემილმა Facebook-იდან თავისი ანგარიში წაშალა

მიზეზად მსახიობმა სოციალური ქსელის პოლიტიკური რეკლამისადმი დამოკიდებულება დაასახელა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰემილმა Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი იმაში დაადანაშაულა, რომ ის შემოსავალზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ქსელის სანდოობაზე. 

„იმდენად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მარკ ცუკერბერგისთვის ფული სიმართლეზე მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტე Facebook-იდან ჩემი ანგარიში წავშალო. ვიცი, ეს დიდად არავის აღელვებს და არაფერს შეცვლის, მაგრამ ასე უფრო მშვიდად დავიძინებ“, – დაწერა მსახიობმა. 

ჰემილი უკმაყოფილოა, რომ Facebook-მა პოლიტიკურ რეკლამაზე უარი არ თქვა და პლატფორმაზე გამოქვეყნებული პროპაგანდისტული და ყალბი პოსტების შემცირების მიზნით შეზღუდვები არ დააწესა. 

წყარო: https://www.bbc.com/

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კალანდობა გურიაში აღნიშნა და ადგილობრივებთან ერთად ქართული სიმღერებიც იმღერა.

აშშ-ს ელჩის მიერ შესრულებული სულიკო🎼Suliko performed by Charge d’Affaires Elizabeth Rood

Gepostet von Misho Kapianidze am Montag, 13. Januar 2020

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.