16 იანვარი დილიდან
Homeland-ის ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა
Homeland წელს მერვე სეზონით სრულდება. სულ ცოტა ხნის წინ სერიალის ბოლო სეზონის ფინალური ტრეილერი გავრცელდა, სადაც ტერორიზმთან მებრძოლი სპეციალისტების დაძაბული ისტორიის გაგრძელებას ვეცნობით: მთავარი გმირი, კერი მეთისონი, რუსულ ძალებთან ტყვეობის შემდეგ ფსიქიკური ტრავმებით იტანჯება, ამავდროულად კი ამერიკის მთავრობას ის ჯაშუში ჰგონია. სერიალის მერვე სეზონის პრემიერა 9 თებერვალს გაიმართება.
ქართულ-ფრანგულმა ჯგუფმა Murman Tsuladze-მ კომპოზიციაზე -“მოდი, წავიცეკვოთ” გადაღებული კლიპი გაავრცელა.
ვიდეორგოლზე ბენდის ვოკალისტმა მურმან წულაძემ იმუშავა.
წყარო: https://www.youtube.com/
ბრიუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
22-26 იანვარს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – “ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში – “ხიდები. დასავლური კინოს დღეები აღმოსავლეთით”.
ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
- 23 იანვარი – დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”;
- 23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა – დავით ფირცხალავას “მამა”, დეა კულუმბეგაშვილის “ლეთა”, გიორგი სიხარულიძის “მამული” და “ამირან დოლიძის “ცხოველი”;
- 25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი”;
- 25 იანვარი – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”;
- 26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”.
ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები – ელენა მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.
საქართველოს გარდა ფესტივალში მონაწილეობენ კინემატოგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვისა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.
წყარო: http://beta.gnfc.ge/
8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ცნობილი ფრანგი საქსოფონისტი ჯიმი საქსი კონცერტს გამართავს
მუსიკოსმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა: „გამარჯობა საქართველო! მე ძალიან მოხარული ვარ, დავაანონსო ჩემი დაბრუნება საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დიდ წვეულებას მოვაწყობ 8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში“.
პარიზის მე-13 რაიონში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის სახელობის ქუჩა გაიხსნება.
ინფორმაცია ამის შესახებ არტისტის დიდმა თაყვანისმცემელმა და რაიონის გამგებელმა ჟერომ კუმემ სააგენტო France-Presse-ით გაავრცელა.
დევიდ ბოუი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: https://www.thelocal.fr
ბრედ პიტი ბრენდის – Biori-ის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის სახე გახდა.
მსახიობი კოსტიუმების ახალ კოლექციას 2020 წლის მეორე ნახევარში წარმოადგენს.
Penny Dreadful-ის სპინოფის თრეილერი გამოვიდა
City of Angels — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომლის სიუჟეტიც 1938 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება და ამერიკაში მცხოვრები მექსიკელების ტრადიციული ფოლკლორული წარმოდგენებით გამდიდრებული საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის პრემიერა 26 აპრილს გაიმართება.