fbpx

სინგაპურიდან წამოსულ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს


გააზიარე სტატია

ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, ჰოსტელ C2-თან ველოსიპედი მოპარეს – ამის შესახებ თავად მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.

“აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს,” წერს როუან კემპბელი ფეისბუკში. “თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”

ბრიტანელი მოგზაური წერს, რომ მან უკვე მიმართა პოლიციას, თუმცა მათ არ აქვთ ველოსიპედის პოვნის დიდი იმედი, რადგან ჰოსტელის სიახლოვეს კამერები არაა განთავსებული.

კემპბელი ასევე დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც ახალი ველოსიპედისთვის ფულის შეგროვება შესთავაზა. მას მაინც იმედი აქვს, რომ თავის ველოსიპედს მიაგნებს და ახლის ყიდვა საჭირო არ გახდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.