fbpx

10 რამ, რაც კორონავირუსზე უნდა იცოდეთ


გააზიარე სტატია

 

უხანის ვირუსი კორონავირუსების ოჯახის ახალი,  მე-7 წარმომადგენელია, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 

2019-nCoV ვირუსის გავრცელების წყარო ამავე ქალაქში მდებარე ცხოველების ბაზრობა აღმოჩნდა, სადაც პირველად დაინფიცირებული ადამიანები იმყოფებოდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა და ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ მწვანე წონაში რჩება, დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო ვითარება ოფიციალურად გამოაცხადა. 

რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსთან ბრძოლის გლობალურ პოლიტიკასა და რეკომენდაციებს განსაზღვრავს, რომელთა გათვალისწინებაც წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო იქნება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩამოგითვლით 10 ფაქტს, რომელიც კორონავირუსის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ: 

 

 

  • 2019-nCoV კორონავირუსების ახალი ტიპია 

 

მიუხედავად იმისა, რომ 2019-nCoV პირველად სულ ახლახან დაფიქსირდა, კორონავირუსების ოჯახის სხვა წარმომადგენლებს კარგად ვიცნობთ. 

აქამდე ნაცნობი კორონავირუსების უმრავლესობა გაციების მსუბუქი სიმპტომებითა და მაღალი ტემპერატურით ვლინდებოდა. 

 

 

  • მისი ძირითადი სიმპტომები სუნთქვის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურაა, ასევე იწვევს პნევმონიას 

 

ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები სუნთქვის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურაა, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთვის პნევმონიაც. 

 

 

  • კორონავირუსი საინკუბაციო პერიოდშიც გადამდებია 

 

დღევანდელ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კორონავირუსი საინკუბაციო პერიოდშიც გადამდებია, ეს პერიოდი კი 14 დღეს მოიცავს. 

რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება ისეთი ადამიანისგან დაინფიცირდეთ, რომელსაც იმ მომენტში არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. 

 

 

  • ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება 

 

ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში კი ერთი ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 12 სხვა ადამიანს აინფიცირებს. 

 

 

  • ერთი თვის განმავლობაში 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 

 

მსოფლიომ ახალი ტიპის კორონავირუსის არსებობის შესახებ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეიტყო და ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსმა 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ მომენტისთვის კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 9 ათასს გასცდა. 

 

 

  • ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 სახელმწიფოში დაფიქსირდა 

 

ვირუსი უკვე დიდი ხანია გასცდა ჩინეთის საზღვრებსაც და ის ევროპის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთის გარდა ადამიანიდან ადამიანზე გადადების ყველაზე მეტი ფაქტი კი გერმანიაში მოხდა.

 

 

  • 2019-nCoV წყაროს ცხოველები წარმოადგენენ 

 

ამ ვირუსის წყაროდ ის ცხოველები განიხილებიან, რომლებსაც უხანის ადგილობრივ ცხოველთა ბაზრობაზე ყიდდნენ. 

 

 

  • ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს უქმნის 

 

მართალია, ვირუსის საწინააღმდეგოდ კონკრეტული წამალი ჯერ  არ არსებობს, მაგრამ, სავარაუდოდ, პირველი საცდელი ვაქცინა 3 თვეში იქნება მზად. 

ცუდი ის არის, რომ კორონავირუსი ყველაზე აგრესიულად ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს უტევს. რაც ფატალური შედეგების, სიკვდილიანობის გახშირებას უწყობს ხელს. 

 

  • საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის გამოვლენის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 

 

საბედნიეროდ, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

 

 

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად გლობალური რეკომენდაციებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება ამ ორგანიზაციის თითოეულ წევრს მოუწევს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.