fbpx

3 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 200/210/215 კგ დასძლია და პირველ ადგილზე გავიდა. ტალახაძემ აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კგ-ით. გარდა ამისა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით მან კიდევ ერთი ოქრო დაიმსახურა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი HBO-ს ცნობილი სერიალის, In Treatment-ის ქართულ ანალოგს გადაიღებს

„სეანსი“ – ამერიკული სერიალის ქართული ანალოგი

🥇 „ოქროს გლობუსისა“ და 🌟 „ემის“ მფლობელი ამერიკული სერიალის ქართული ანალოგი – „სეანსი“ საქართველოს პირველ არხზე ‼📺 ქართული ტელევიზიის ისტორიაში პირველად 👏 🎬 უპრეცედენტო ტელეპროექტი ‼🎥 Nova Productions-ი წარმოგიდგენთ ამერიკული ტელეგიგანტის 📽 HBO-ს საერთაშორისო ფორმატს#სეანსი #NovaProductions #HBO #GoldenGlobe #EmmyAwards

Gepostet von პირველი არხი am Mittwoch, 29. Januar 2020

ქართულ ვერსიას “სეანსი” ერქმევა. პირველი არხის მიერ გავრცელებულ ანონსში გამოკვეთილია ის თემები, რასაც ამ სერიალის ქართულ ვერსიაშიც ვიხილავთ: ოჯახური პრობლემები, დეპრესია, ბულინგი, ჰომოფობია და ა.შ. შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ მოხდება ამ თემების რეპრეზენტაცია ქართულ შოუში.

 

Facebook, Google და Twitter კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ ყალბ ცნობებს დაბლოკავენ

Image result for Facebook, Google and Twitter crack down on fake coronavirus 'cures' and other misinformation

Facebook-მა, Google-მა და Twitter-მა ვირუსის შესახებ გავრცელებული ცნობების გაკონტრილება დაიწყეს, რათა მომხმარებლები არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო პანიკისაგან დაიცვან.  Facebook-ის განცხადებით, ადმინისტრაცია გამუდმებულ მონიტორინგს ახორციელებს და პლატფორმიდან დაუყონებლივ შლის გამოაშკარავებულ ყალბ კონტენტს. Google კი, სერვისის – SOS Alerts-ის მეშვეობით, ინფორმაციის მოძებნისას მომხმარებლებს რეკომენდებული კონტენტის სახით, სანდო წყაროების სტატიებს სთავაზობს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო Twitter-მაც, ჰეშთეგის –  #coronavirus მითითებით, ქსელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტორიტეტული მედია პლატფორმებისა და ორგანიზაციების გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნონ. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ჯოდი ფოსტერი ახალ ფილმს გადაიღებს

Jodie Foster

1911 წელს ლუვრიდან ლეონარდო და ვინჩის შედევრი – მონა ლიზა დაიკარგა. სწორედ ამ ამბავზე გადაიღებს ჯოდი ფოსტერი ფილმს. კინოსურათს ამერიკელი მწერლის, სეიმურ რაიტის 1981 წელს გამოქვეყნებული წიგნის The day they stole the Mona Lisa-ის მიხედვით იღებენ, რომელიც ნამდვილ ფაქტებს ეფუძნება. მონა ლიზა ლუვრის თანამშრომელმა, ვინჩენცო პერუჯამ მოიპარა, რადგან ფიქრობდა, რომ ნახატი ავტორის სამშობლოში, იტალიაში უნდა დაბრუნებულიყო. მონა ლიზა ლუვრს 1914 წელს დაუბრუნდა და ამ ნახატის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიზარდა.

 

ნეტფლიქსი სერიალ “მხედვარის” მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

The Witcher Netflix

ახალი სერიალის სახელწოდება იქნება The Witcher: Nightmare of the Wolf. სცენარზე სერიალის შოურანერები ლორენ ჰისრიჩი და ბო დემაიო იმუშავებენ. ორიგინალი სერიალი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის რომანებს ეფუძნება, რომელიც გვიყვება სამყაროზე, სადაც მონსტრები და ადამიანები იძულებულნი არიან ტერიტორიები გაიყონ. ანჯეი საპკოვსკის საკულტო საგა რვა წიგნისგან შედგება. 

წყარო: https://variety.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.