პირველად იყო რატომ — საიმონ სინეკის ფილოსოფია, რომელსაც თიბისი სტატუსის მომხმარებლები ეზიარებიან
პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო რატომ. ცხოვებაში ყველაფრის შემეცნება კითხვების დასმით იწყება და სიცოცხლის ბოლომდე ასე გრძელდება. ადამიანი არასდროს წყვეტს პასუხების ძიებას, რადგან ეს უწყვეტი ციკლია, სხვაგვარად უბრალოდ არ შეგვიძლია. ის ვინც ბევრ შეკითხვას სვამს, უფრო მეტ პასუხებს იღებს და უფრო წარმატებულიც ხდება. პასუხებს უნდა მოჰყვებოდეს ქმედებებიც, ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია.
რატომ? – ეს კითხვა ყველაზე ხშირად უნდა დავუსვათ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. რატომ უნდა შეასრულონ ადამიანებმა ჩვენი თხოვნა? რატომ უნდა იყვნენ ისინი ჩვენი ერთგულნი? რატომ უნდა იყიდონ მომხმარებლებმა ჩვენი პროდუქტი და არა კონკურენტის, რომელიც ბონუსად შუშის ჭიქასაც სთავაზობს? თუკი ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც „რატომ“ ფორმულირებით იწყება სწორ პასუხებს მიაგნებთ, ჩათვალეთ განძის გასაღები ხელში გიჭირავთ.
მაგალითისთვის განვიხილოთ შეკითხვა: რატომ უნდა შეასრულონ ადამიანებმა ჩვენი მითითებები, თხოვნები და დავალებები?
იმიტომ ხომ არა, რომ ამის სანაცვლოდ ფულს ვთავაზობთ? – პასუხია არა! ხომ შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანებმა უფრო მეტი შესთავაზონ და სხვა ადამიანების ძებნა მოგიხდეთ, აწ და მარადის.
იმიტომ ხომ არა, რომ ვაიძულებთ? – რა თქმა უნდა, არა! იძულება ურთიერთობების ყველაზე ცუდი ფორმაა და უპრეცედენტოდ წარუმატებელი.
…და იმიტომ ხომ არა, რომ უბრალოდ ვალდებულები არიან? – შეიძლება, მაგრამ რამდენი ხნით შეძლებთ ისეთი ადამიანების შენარჩუნებას, რომლებიც მხოლოდ ვალდებულების გამო ასრულებენ თქვენს დავალებებსა და თხოვნებს?
შეამჩნევდით, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. წარმოშობით ინგლისელი და მოღვაწეობით ამერიკელი ცნობილი სამოტივაციო მწერალი საიმონ სინეკი თავის წიგნში „Start With Why” ადამიანის ქცევაზე გავლენის ორ მთავარ მეთოდს განიხილავს: მანიპულაციას და შთაგონებას. ავტორი ამტკიცებს, რომ შთაგონება ურთიერთობების საუკეთესო გზაა, რადგან ინსპირაციით სავსე ადამიანს ნებისმიერი ამოცანის ამოხსნა შეუძლია.
ასე რომ, თუკი გსურთ გაიგოთ, რატომ უნდა შეასრულონ თქვენმა თანამშრომლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა თქვენი თხოვნები, პირველ რიგში მათი შთაგონების გზები უნდა ეძებოთ.
საიმონ სინეკს ამ დროისთვის ხუთი წიგნი აქვს დაწერილი ლიდერობის ხელოვნების, ურთიერთობებისა და მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, მისმა საინტერესო გამოსვლებმა ავტორი ცნობილ სპიკერად აქცია, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს. სწორედ მას ეკუთვნის „ოქროს წრის“ კონცეფცია, რომელიც ლიდერობის ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე თეორიას წარმოადგენს.
ინტერნეტში ვიდეოებსა და ფორუმებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ რომ მას დადებითი რევიუების მთელი კოლექცია აქვს დაგროვებული. ადამიანები აღნიშნავენ, რომ საიმონის დახმარებით რთული სიტუაციებიდან გამოსავლის ძიება გაცილებით უფრო გაუმარტივდათ, მართვა და ადამიანური ურთიერთობები კი სტრესულის ნაცვლად სახალისო გახდა.
ამერიკელი ავტორი და სამოტივაციო სპიკერი ძალიან მალე მსოფლიო ტურნეს The mindset tour-ს იწყებს, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრება. ტურის ფარგლებში საიმონი ისაუბრებს სიყვარულის მნიშვნელობაზე, ლიდერობაზე, მართვის ხელოვნებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ალბათ თქვენც მოგინდათ მასთან შეხვედრა და თქვენი რთული შეკითხვების დასმა, არა? – რადგან ასეა, გეტყვით, რომ სულ მალე ამის შესაძლებლობა აუცილებლად გექნებათ. თიბისი სტატუსი თავის მომხმარებლებს 18-20 აპრილს ამსტერდამში საიმონ სინეკის ლექციაზე დასწრების საშუალებას მოგცემთ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და სასიამოვნო ტური თქვენს ცხოვრებაში, რადგან საიმონის მიზანია აუდიტორიის თითოეულმა წევრმა დარბაზი მოტივაციით და ხალისით სავსემ დატოვოს.
ლექციის ფარგლებში საშუალება გექნებათ ხუთი ბესტსელერის ავტორს პირადად დაუსვათ კითხვები და მისგან მნიშვნელოვანი პასუხები მიიღოთ. გარდა ამისა, მოისმინეთ აზრებს, რომლებიც აქამდე არ გსმენიათ და ისწავლით სრულიად ახლებურ მიდგომას სხვადასხვა დაბრკოლებებთან გასამკლავებლად.
შეთავაზებაში შედის ორმხრივი ფრენა თბილისიდან, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება, ტრანსპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე, ლექციაზე დასასწრები ბილეთები და სხვა. სამწუხაროდ, შეთავაზება არ მოიცავს ამსტერდამის ცნობილ წარწერასთან „I Amsterdam” ფოტოსესიას, რადგან 2018 წელს ქალაქის მერმა მისი აღება გადაწყვიტა, თორემ პაკეტში ესეც აუცილებლად შევიდოდა.
ამსტერდამში გასამგზავრებლად და საიმონ სინეკის ლექციაზე დასასწრებად მეტი ინფორმაცია რომ მიიღოთ, ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ.
3,471 total views, 2 views today


