ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
გააზიარე სტატია
ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, კირკ დუგლასი, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა მაიკლ დუგლასმა გაავრცელა.
კირკ დუგლასი ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო, რომელსაც ისეთ საკულტო ფილმებში აქვს მთავარი როლი შესრულებული, როგორიცაა სტენლი კუბრიკის “სპარტაკი” და “დიდების ბილიკი”. გარდა ამისა, კირკ დუგლასი მთავარ როლებს ასრულებდა მარკ რობსონის “ჩემპიონსა” და ვინსენტე მინელის “ცხოვრების ვნებაში”.
ლეგენდარული მსახიობი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ მისი მოპოვება ვერ შეძლო. თუმცა 1996 წელს ამერიკის კინოაკადემიამ მას საპატიო ოსკარი გადასცა.
5,546 total views, 4 views today
მიიღე ყოველდღიური განახლებები!სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.