როგორი შესახედაობა ექნებოდათ ძველ არისტოკრატებს დღეს – პროექტი Royalty Now
არტისტების მხარდამჭერ საიტ Patreon-ზე გამოქვეყნდა ფოტოპროექტი Royalty Now, რომელიც ცნობილ ისტორიულ ფიგურებს თანამედროვე ადამიანებად გარდასახავს. ვის არ შეხვდებით ამ ფოტოსერიაში – ნეფერტიტს, იულიუს კეისარს, აბრაამ ლინკოლნს თუ მადამ დე პომპადურს.
ამ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ცნობილ არისტოკრატებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი თანამედროვე ადამიანებად არიან წარმოდგენილი.
იმპერატორი ავგუსტუსი
აბრაამ ლინკოლნი
მონა ლიზა
დედოფალი ელიზაბეტ პირველი
ნაპოლეონ ბონაპარტი
ნეფერტიტი
ჯეინ ოსტინი
ლუი მეთხუთმეტე
ჰენრი მეშვიდე
რაც შეეხება პროექტ Patreon-ს, რომლის ფარგლებშიც Royalty Now შეიქმნა, ის სათავეს 2013 წლიდან იღებს და მისი დანიშნულებაა შემოქმედთათვის ფინანსური მხარდაჭერა “პატრონების” – სიმბოლური საწევროს გადამხდელების მხრიდან შემოწირული თანხებით.
7 წლის განმავლობაში Patreon-მა, 3 მილიონი გამომწერის დახმარებით, 100 ათასზე მეტი შემოქმედი 1 მილიარდ დოლარამდე შემოწირულობით დააფინანსა.