fbpx

სპორტული წრეების ფასები თბილისში


გააზიარე სტატია

ბავშვის სწორად და ჯანსაღად განვითარებისათვის მისი სპორტულ წრეებში ჩაბმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა.

ჩვენთან, სახელმწიფო სკოლებში ფიზიკური აქტივობები და ფიზმომზადების გაკვეთილები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არასერიოზულად აღიქმება ან საერთოდ არ ტარდება. ბავშვების სპორტული აქტივობებით დატვირთვა დამოუკიდებლად არსებულ კლუბებსა თუ წრეებშია შესაძლებელი.

თბილისში არაერთი საბავშვო სპორტული დარბაზი თუ კლუბი მუშაობს და სექციებში მეცადინეობის ფასები სპორტული ინვენტარისა და პირობების შესაბამისია.

იმისათვის, რომ ზოგადი სურათი შეგექმნათ, რა დაგიჯდებათ ყოველთვიურად ბავშვის სპორტულ აქტივობაში ჩაბმა, გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას:

 

სამთო-სათხილამურო სპორტი, 300-500 ლარი
ბავშვებისთვის სამთო-სათხილამურო სპორტში მეცადინეობა სრული დატვირთვით პრაქტიკულად შეუძლებელია. სპორტის ამ სახეობაში ჩართვა 6 წლიდან – 14 წლამდე ბავშვებს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე და ისიც სეზონურად შეუძლიათ. 10-დღიანი სათხილამურო შეკრების ფასი 350-დან 500 ლარამდე მერყეობს.

 

ჩოგბურთი, 180-240 ლარი
ბავშვთა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სახეობაა. თბილისში მოქმედებს 7 კერძო საჩოგბურთო კლუბი. ყოველთვიური გადასახადი 180-240 ლარია. ფასებს თავად კლუბის მეპატრონეები კლუბის ინფრასტრუქტურის მიხედვით ადგენენ. კლუბებში ბავშვებს 5-6 წლიდან იღებენ.

 

ცურვა, 70-270 ლარი
სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. დედაქალაქში თითქმის ორმოცამდე საცურაო აუზია. მათ შორის არის ისეთი აუზები, სადაც ჩვილის მიყვანაც შეიძლება. თუმცა, სერიოზულად ამ სპორტის სახეობით დაინტერესება, ძირითადად, 5 წლის ასაკიდან იწყება. ყველა აუზს სხვადასხვაგვარი პირობები აქვს. ყველაზე დაბალი ფასი 70 ლარია, მაქსიმალური კი – კერძო ტრენერის ჩათვლით – 270 ლარს აღწევს.

 

კალათბურთი, 50-120 ლარი
თბილისის მასშტაბით დაახლოებით 20 საკალათბურთო დარბაზია და ბავშვთა სექციებში მეცადინეობა 50-დან 120 ლარამდე მერყეობს. სპორტის ამ სახეობაში ბავშვების ვარჯიში 6 წლიდანაა რეკომენდებული.

 

ტანვარჯიში, 40-70 ლარი
თბილისში სულ 10 ტანვარჯიშის დარბაზი ფუნქციონირებს. ბავშვების მიღება 4 წლიდან იწყება და გადასახადი 40-დან 70 ლარამდე მერყეობს.

 

კლდეზე ცოცვა, 50 ლარი
დედაქალაქში 3 ხელოვნური საცოცი კედელია: ვერის ბაღში, სპორტულ კომპლექს „არენასა“ და ვაკის საცურაო აუზთან. ყოველთვიური გადასახადი 50 ლარია და ბავშვების მიღება აქაც 6 წლიდან იწყება.

 

რაგბი, 20-50 ლარი
თბილისში ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ რაგბის სპორტული სკოლები და კლუბებია. რაგბის კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სასკოლო ასაკის ბავშვთათვის გადასახადის მაქსიმალური ზღვარი – 50, ხოლო მინიმალური 20 ლარია. ბავშვების მიღება 6 წლიდან იწყება.

 

ფეხბურთი, 35-120 ლარი
ბავშვთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია. თბილისში დაახლოებით 40-მდე საფეხბურთო კლუბია. არის ასევე საჯარო სკოლებთან არსებული საფეხბურთო მინი-წრეებიც. ბავშვის ამ სპორტის სახეობით დაკავება 6 წლიდანაა მიზანშეწონილი. გადასახადი 35 ლარიდან -120 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია საფეხბურტო კლუბისა თუ წრის ინვენტერის, ტექნიკური პირობების, სპორტული წარმატებებისა და ტრენერების კვალიფიკაზე.

 

ძიუდო, 30-45 ლარი
დედაქალაქში ძიუდოს დაახლოებით 20-მდე დარბაზია. სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია და ბავშვებისთვის თვეში 30-დან 45 ლარამდე ღირს. ნიშანდობლივია, რომ გოგონებისთვის ვარჯიში თითქმის ყველა დარბაზში უფასოა, რაც გოგონათა შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ქალთა ძიუდოს განვითარებას ემსახურება.

ყველა მონაცემი მოწოდებულია შესაბამისი სპორტული ფედერაციებისა და კლუბების მიერ.


რეკომენდებული სტატიები
ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია
თხუთმეტიოდე წლის წინ დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი პირველი ყუთების დამონტაჟება დაიწყო და დღეისათვის თბილისის კორპუსების დიდი ნაწილი მოიცვა. გამოჩენის დღიდან ეს მექანიზმი მოსახლეობაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, ლიფტის მომსახურების საფასურის გადახდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა.
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.