Windows project-ის 2 პროექტი ამ კვირაში
დღეს 14 თებერვალს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და Windows project ერთი კონცეპციის ქვეშ გაერთიანებული 11 ქართველი ხელოვანის გამოფენას წარმოგიდგენთ.
გამოფენის სახელწოდება „In Search of The Miraculous” (სასწაულის ძიებაში) ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამშევრების სერიას ეკუთვნის, რომელიც ჰოლანდიელ კონცეპტუალისტს, ბას იან ადერსს მიუძღვნა. ბას იანმა პერფორმანსით სასწაულის ძიებაში ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა.
უტა ბექაია, ლევან ჭელიძე, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, გიორგი ჩხეიძე, ტატო ახალკაციშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, რუსუდან ხიზანშვილი — ამ მხატვრებს საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ.
ხვალ კი Windows project კი ე.ტატიშვილი 9 ნომერში მაქსიმე მაჩაიძის პერსონალურ გამოფენაზე„AIRMAX925“ გეპატიჟე
გამოფენაზე მაქსიმე მაჩაიძის მიერ მრავალწლიანი ძიების შედეგს იხილავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროს ნაპოვნი ძველი ნივთებით შექმნილი „სათამაშოები“.
სანახაობის ნაწილია ლომბარდისა და სავაჭრო მანქანის თემაც, რომლის შემთხვევაშიც მომხმარებელმა
გამოფენის კომბინირებული სახელი ხელოვანის ამჟამინდელი იდენტობის ნიშნებს აერთიანებს, რომელიც თითქოს ვერბალური რობოტიზაციის პროცესს განიცდის.
მაქსიმეს ნამუშევრები
გამოფენა 15 თებერვალს, 19:00 საათზე გაიხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.