fbpx

სითბური ტალღები ფუტკრებს ანადგურებენ


გააზიარე სტატია



ავტორი: James Temple

ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბაზები (ფუტკრის სახეობა – Bumblebee) გადაშენების საფრთხის პირას იმყოფებიან. პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ რეგიონებშია, სადაც ბოლო პერიოდში შესამჩნევად დაცხა. ფუტკრის ეს სახეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეთა დამტვერვაში, თუმცა გლობალური დათბობის პირობებში ისინი არ მიგრირებენ უფრო ცივი რეგიონებისკენ, რაც მათი გადარჩენის საკითხს საეჭვოს ხდის.

ადგილობრივი გადაშენება: 1901–1974-დან 2000–2014 წლებამდე პერიოდში 66 სახეობის მონაცემების შედარებისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრების მიერ რომელიმე ადგილის დაკავების ალბათობა ჩრდილოეთ ამერიკაში 46, ხოლო ევროპაში – 17%-ით შემცირდა. “ახალი კვლევის თანახმად, თუ ალბათობის შემცირება ამ ტემპით გაგრძელდა, რამდენიმე ათწლეულში შესაძლოა მრავალი სახეობა სრულიად გაქრეს”, – აღნიშნა ოტავის უნივერსიტეტის დოქტორანტმა პიტერ სოროემ. 

განმაპირობებელი ფაქტორები: ფუტკრების შემცირებაზე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენი გრადუსით და რა ინტენსივობით აჭარბებს ტემპერატურა ამ სახეობისთვის ისტორიულად განსაზღვრულ ლიმიტს. სინამდვილეში, სითბური ტალღების სიხშირე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ვიდრე ტემპერატურის ზრდა. “სხვადასხვა დაავადება, პარაზიტები, პესტიციდები და ჰაბიტატის დაკარგვა ის ფაქტორებია, რომლებიც ბაზებისთვის სტრესულ გარემოს ქმნიან”, – აცხადებენ მეცნიერები.

პლასტიკურობა: უამრავ სახეობას აქვს უნარი, მოერგოს გარემოს ცვალებადობას, შეცვალოს თავიანთი ქცევა ან გადაადგილდეს სხვადასხვა ადგილსა და სიმაღლეზე. თუმცა ბრისტოლის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, პლასტიკურობის საზღვრები ფრთიანი სახეობებისთვისაც კი შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ  მათ შეუძლიათ, ჩრდილოეთ რეგიონებს მიაღწიონ. “რამდენადაც კლიმატი აჭარბებს კრიტიკულ ზღვარს, გადაშენების საფრთხე ფუტკრების გარდა შესაძლოა უფრო მეტ სახეობებსა და ადგილებში გამოვლინდეს”, – აღნიშნავენ მეცნიერები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.