fbpx

Google-ის ახალი ხელსაწყო, რომლითაც ყალბი სურათების ამოცნობა შეგიძლიათ


გააზიარე სტატია

Jigsaw-მა – Google-ის ტექნოლოგიურმა ინკუბატორმა – ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისთვის  ექსპერიმენტული პლატფორმა, სახელწოდებით Assembler გამოუშვა.

მუშაობის პრინციპი: Assembler აკადემიაში არსებულ რამდენიმე ტექნიკას აერთიანებს, რომელიც მანიპულაციების ისეთი გავრცელებული ტექნიკის აღმოჩენას ემსახურება, როგორიცაა –  გამოსახულების განათების (Brightness) შეცვლა, ასევე პიქსელების ასლის სხვა ადგილას ჩასმა კონკრეტული ნაწილის დასაფარად, რითაც სურათი იმავე ვიზუალურ ტექსტურას ინარჩუნებს, მაგრამ რეალურად ყალბია. იგი ასევე შეიცავს დეტექტორს, რომელიც StyleGAN-ის გამოყენებით შექმნილ ვიზუალებს ააშკარავებს – ეს არის ალგორითმი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არარსებული ადამიანების პორტრეტებს ქმნის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ყალბი გამოსახულებების გადამოწმება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფოტომანიპულაციები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება. სამწუხაროდ, Google-ის ახალი ხელსაწყო ვერ ადგენს ვიდეოში გამოყენებულ ყალბ მეთოდებს. ექსპერტების რჩევით, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა – Facebook-მა და Google-მა  ეს ხელსაწყო პირდაპირ თავიანთ პლატფორმებზე უნდა დანერგონ, რადგან ამ გზით შემოწმება რეალურ დროში გახდება შესაძლებელი, ანუ იმწამსვე, როდესაც ფოტო ან ვიდეო დაიდება/გაზიარდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სხვა მიდგომებიც. მაგალითად, ზოგიერთი სტარტაპი ისეთი ტექნოლოგიის შექმნას ცდილობს, რომელიც ზუსტად იმახსოვრებს გადაღების პროცესში სურათზე პიქსელების განლაგებას, მაგრამ ესეც საკმაოდ რთულია და დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. 

საბოლოო ჯამში, პრობლემა არა მარტო ყალბი სურათები და ვიდეოებია, არამედ თავად იდეის არსებობა, რაც  რეალური მედიის სიმართლეში ეჭვის შესატანადაც გამოიყენება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.