fbpx

7 არცთუ ისე ცნობილი მუზეუმი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ


გააზიარე სტატია

მთელ მსოფლიოში 55 ათასზე მეტი მუზეუმია, მაგრამ ჩვენ ხშირად მხოლოდ ერთი და იგივე გვესმის – ლუვრი, მომა, ტეიტი და ა.შ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მუზეუმები ცნობადობას იმსახურებენ, მაგრამ სტატიაში განვიხილავთ იმ დაწესებულებებს, რომლებიც ბევრმა არ იცის, მაგრამ ნამუშევრებით ნამდვილად გამოირჩევიან.

 

GLENSTONE – მერილენდი, აშშ 

ვაშინგტონი ნამდვილად ამაყობს ქვეყნის რამდენიმე საუკეთესო მუზეუმით, მაგრამ იცით თუ არა, რომ მერილენდში იმ ადგილის ნახვა შეგიძლიათ, რომელიც  ამერიკული და ევროპული თანამედროვე ხელოვნების უდიდეს კერძო კოლექციას ინახავს? გლენსტონის მუზეუმი მილიარდერი წყვილის – მიჩისა და ემილი რალეების კოლექციას ინახავს. თავდაპირველად ის 2006 წელს გაიხსნა, შემდეგ 50 000 კვადრატული ფუტით გაფართოვდა და განახლებული სახე 2018 წელს მიიღო. რაც მთავარია, დათვალიერება სრულიად უფასო, მაგრამ ლიმიტირებულია – დღის განმავლობაში მხოლოდ 400 ადამიანს შეუძლია სტუმრობა.

 

TODAY ART MUSEUM – პეკინი, ჩინეთი

ბიზნესმენმა ჟანგ ბაოქანიმ 2002 წელს დააარსა პირველი მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას მიუძღვნა. TAM-ის მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე ჩინური ხელოვნების წინსვლა, არამედ ახალგაზრდა  მხატვრების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ ხელოვანთა საზოგადოებაში. მუზეუმის გარეთ მოღიმარი მამაკაცების პლატინის ქანდაკებებს შეხვდებით, შიგნით კი ასამდე ნამუშევარია წარმოდგენილი. 

 

BILDMUSEET – უმეი, შვედეთი

Bildmuseet უმეის უნივერსიტეტის ნაწილი და შვედეთის ერთ-ერთი მოწინავე მუზეუმია თანამედროვე ხელოვნებაში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, კინორეჟისორების და ისეთი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიცაა ტრეისი როუზი, აგნეს ვარდა, ჯოან ჯონასი, ისააკ ჯულიენი და სხვები. 2012 წელს მუზეუმი ახალ შვიდსართულიან კორპუსში გადავიდა, რომელიც ჰენინგ ლარსენის არქიტექტორებმა დააპროექტეს. 

 

MUSEO SUBACUÁTICO DE ARTE – კანკი, მექსიკა

წყალქვეშა ხელოვნების მუზეუმი კარიბის ზღვაში მდებარეობს. 500-ზე მეტი ქანდაკება არა მხოლოდ თვალისმომჭრელი სანახავია, არამედ ორმაგად შენახულიცაა რთული რიფის სტრუქტურით, რაც მარჯნის ზრდას უწყობს ხელს.  მისი დათვალიერება ან ცურვით, ან სპეციალური მინის ნავით შეგიძლიათ. 

 

MUSEUM OF ILLUSTRATION – ნიუ-იორკი, აშშ

ილუსტრატორების საზოგადოებამ, რომელთა წევრები რუბი გოლდბერგი და ნორმან როკველიც იყვნენ, 1981 წელს დააარსა მუზეუმი და დღეს ის 2500 ექსპონატს მოიცავს. 

 

CAIXAFORUM – მადრიდი, ესპანეთი

მუზეუმი და კულტურული ცენტრი 2008 წელს გაიხსნა, რომლის არქიტექტურა კომპანია Herzog & de Meuron-მა უზრუნველყო (ამ კომპანიამ დააპროექტა  ლონდონის Tate-ც). თანამედროვე მხატვრების 700 ნამუშევრის მუდმივ კოლექციასთან ერთად, სივრცეც აღნიშვნას იმსახურებს. შენობა, რომელიც ადრე ელექტროსადგური იყო,  ფრანგი ბოტანიკოსის, პატრიკ ბლანკის ვერტიკალურ ბაღს მოიცავს. გიგანტურ მწვანე კედელზე 250 სახეობის 15000 მცენარე ხარობს. 

 

DOX CENTRE FOR CONTEMPORARY ART – პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

“დღეს, როდესაც უამრავი ადამიანი ფიქრობს ერთნაირად, ხელოვნების ნიმუშის შესაძლებლობა, წამიერად მაინც გააჩეროს დამთვალიერებელი,  უდიდესი ღირებულებაა”. – ეს თანამედროვე ხელოვნების DOX ცენტრის დევიზია – მუზეუმი, რომელიც აფასებს ხელოვნებასთან ურთიერთობას და ცდილობს საზოგადოებაში გავრცელებული მეინსტრიმული შეხედულებები შეცვალოს.  2008 წელს არქიტექტორმა ივან კროპამ ადრინდელი ქარხანა გადააკეთა და მრავალფუნქციურ, დინამიკურ სივრცედ აქცია. მუზეუმში წარმოდგენილია როგორც ჩეხეთის, ისე საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრები, ხოლო 42 მეტრი სიგრძის ფოლადის და ხის ზეპელინის საჰაერო ხომალდი DOX ცენტრის ზემოთ მდებარეობს.

ორიგინალი: https://www.artspace.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.