არქიტექტორები ახალი კლიმატური რეალობის გამოწვევების საპასუხოდ
ავტორი: Jo Blason
“სახლი-ამფიბია” და მოტივტივე სოფლები ურბანულ დატბორვასთან საპასუხოდ არქიტექტორებმა დააპროექტეს.
21-ე საუკუნის წყალდიდობისთვის გამძლე არქიტექტურული პროექტები Roca London Gallery-ში 26 მაისამდე იქნება გამოფენილი.
მოტივტივე სოფლების კონცეფცია – Bjarke Ingels Group-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს.
KCAP + Felixx-ის მიერ შემუშავებული “სამმაგი ჯებირის სტრატეგია” შენჯენის სანაპიროზე კლიმატურ ცვლილებასთან ინტეგრირებული მიდგომის საშუალებას იძლევა.
ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სტეიგენის არქიპელაგზე, Stinessen Arkitektur-ის მიერ დაპროექტებული კაბინა ოპტიმალურ სიმაღლეზეა მოთავსებული. პროექტი ითვალისწინებს ტალღის სიმაღლეს როგორც ნორმალურ, ისე ექსტრემალურ პირობებში და ასევე კლიმატის ცვლილების დროს – წყლის დონის მატებისას.
მოტივტივე სახლები ამსტერდამის ნავსადგურის პერიფერიაზე, რომელიც დაპროექტებულია არქიტექტორ Marlies Rohmer-ის მიერ.
BIG-ის “ოკეანის ქალაქი” მსოფლიოში პირველი მდგრადი და მუდმივად მოტივტივე სოფელია, სადაც 10 000 ადამიანი იცხოვრებს.
SLA-ის კოპენჰაგენელმა არქიტექტორებმა წყალდიდობასთან გასამკლავებლად ახალი მოდელი შექმნეს. მათ ქალაქში ხშირი ნალექი ურბანული გუბურების შესაქმნელად გამოიყენეს.
ტეხასში, ბოლივარის ნახევარკუნძულზე აშენებული სახლი ახალი მცხოვრებლების მოთხოვნების შესაბამისად დაპროექტდა. ფედერალური შტატისა და ადგილობრივი სააგენტოები ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ ქარიშხლის მიერ 2008 წელს განადგურებული ტერიტორია აღდგეს.
ტეხასში, ბოლივარის ნახევარკუნძულის 87-ე მაგისტრალთან აღმართული სახლები, რომლებიც 2008 წელს ქარიშხალსა და წყალდიდობას მინიმალური მსხვერპლით გადაურჩნენ.
“სახლი ამფიბია” ტემზას სანაპიროზე მდებარეობს. Baca Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა მიწაზე დგას, თუმცა წყალდიდობისას ნაგებობა მაღლა იწევა და ტივტივებს.
Billion Bricks and Architecture BRIO-ის დაპროექტებული სკოლა მალაიზიაში მდინარესთან მდებარეობს, რის გამოც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მაინც იტბორება. ადგილზე არსებული ტროპიკული ტყის განადგურებამ და მისი პალმის პლანტაციებით ჩანაცვლებამ დატბორვის საფრთხე უფრო გაზარდა. საკლასო ოთახები მიწის ზემოთ, გაუქმებულ კონტეინერებსა და ხელოვნურად შექმნილ ბორცვზეა მოთავსებული.
HafenCity-ის პროექტი ჰამბურგში, რომელიც ურბანული დაგეგმარების კომპანიის, KCAP-ის მიერაა შემუშავებული, ქალაქის რეკონსტრუქციის ყველაზე მსხვილ ევროპულ პროექტს წარმოადგენს.
Marco Polo-ს ტერასები ჰამბურგში თანდათანობით წყალში ეშვება. მდინარე ელბაზე მოთავსებული ნაგებობის დატბორვის პრევენციის ზომები პროექტითაა გათვალისწინებული.
კვებეკში White Arkitekter-ის მიერ დაპროექტებული 4 მდინარის პარკი წარმოადგენს ერთგვარ ბუნებრივ საზღვარს, რომლის მიზანია ბუნებრივი და ურბანული სივრცეების გაერთიანება.
ჰამბურგში, მდინარეზე არსებული ძველი, დატბორვის საწინააღმდეგო ბარიერები Zaha Hadid-ის პროექტით ჩანაცვლდა. ეს ბარიერები პირველად 1964 წელს იმ შტორმის შემდეგ აშენდა, რომელმაც 315 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 60 000 სახლი გაანადგურა. პროექტი მოიცავს კიბეებს, რომელთაც ამფითეატრის ფორმა აქვს, სამსართულიან რესტორანსა და მაღაზიებს.
ესპანეთში, მდინარე არგაზე მდებარე Aranzadi Park-ი მდინარეს, ადგილობრივებსა და ტერიტორიის აგრიკულტურულ ნაწილს შორის ურთიერთობას ინოვაციური მეთოდებით აბალანსებს. პარკის მცენარეული საფარი მდინარის დახმარებით საზრდოობს, ამავდროულად, ბაღები ადგილობრივი საკვები პროდუქტების ზრდას უწყობს ხელს. პარკმა 2019 წელს პამპლონას ისტორიაში უდიდეს დატბორვას წარმატებით გაუძლო.
ორიგინალი:https://www.theguardian.com/