fbpx

რუსეთის სადაზვერვო სამსახური ბერლინში ქართველი მოქალაქის მკვლელობაში მონაწილეობდა – Bellingcat


გააზიარე სტატია



საგამოძიებო ვებსაიტ Bellingcat-ის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში განხორციელებულ მკვლელობაში რუსეთის სადაზვერვო სამსახური იყო ჩართული. მკვლელობამ გასულ აგვისტოს გერმანიიდან და მოსკოვიდან დიპლომატების გაძევება გამოიწვია. 

Der Spiegel-სა The Insider-ის ერთთვიან გამოძიებაზე დაყრდნობით და მობილური ტელეფონების მეტადატას გათვალისწინებით, Bellingcat-მა განაცხადა, რომ მკვლელი რუსული “ეფ-ეს-ბეს” გაწვრთნილი იყო და მას ყალბი დოკუმენტები ამავე სამსახურმა გადასცა.

“ეფ-ეს-ბეს” ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რუსულმა მხარემ მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.

პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთში რუსული ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა. ის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს.

უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მიუახლოვდა მკვლელი ხანგოშვილს ველოსიპედით, თუმცა მსხვერპლმა მისი წაქცევა შეძლო და გაქცევა სცადა, მაგრამ მკვლელი მას გაეკიდა და გერმანული მხარის განცხადებით, მინიმუმ ორჯერ ესროლა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც რუსული პასპორტით მოგზაურობდა, გერმანულმა პოლიციამ დააპატიმრა. რუსეთის მხრიდან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე უარის გამო გერმანიამ დეკემბერში ორი რუსი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ რუსეთმაც გააძევა ქვეყნიდან 2 გერმანელი დიპლომატი. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დეკემბერში განაცხადა, რომ ხანგოშვილი თავად იყო ქილერი, რომელსაც რუსეთის მიწაზე სისხლიანი დანაშაული აქვს ჩადენილი. პუტინმა ხანგოშვილს “სისხლის მსმელი ადამიანი” უწოდა და აღნიშნა, რომ ის კავკასიაში მოსკოვის მოწინააღმდეგე სეპარატისტებთან ერთად იბრძოდა. 

რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიასა და რუსეთს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ 2018 წელს გაღვივდა, როცა ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი  მოწამლეს. 

სკრიპალის მსგავსად მოწამვლის მცდელობის აცილება Bellingcat-ისა და The Insider-ის დახმარებით ცოტა ხნის წინ შესაძლებელი გახდა ბულგარეთშიც, სადაც სამი რუსი მოქალაქე დააკავეს.

ორიგინალი: https://www.euractiv.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.