fbpx

“წამო კოსმოსში” – ახალი ივენთების სერია Cosmologic


გააზიარე სტატია

#წამოკოსმოსში – ამ მოწოდებით ქართული ელექტრონული სცენის სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა, რომელიც ძირითადად კომუნა „მზესუმზირას“ წევრებისგანაა დაკომპლექტებული, ახალი ივენთების სერია Cosmologic დააფუძნა.

„კოსმოლოჯიქის დაბადება დროში ზუსტად დაემთხვა ილონ მასკის Space X-ის გაშვებას. ჩვენთვის ამ ორივე ამბავს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ახალი ბრენდი და ეს მოვლენა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა” – ორგანიზატორების განცხადებით, სწორედ ამ კავშირის ილუსტრაციაა ივენთის პერსონაჟად შექმნილი ასტრონავტიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის საღამოები თბილისში საკმაოდ ხშირად იმართება, კოსმოლოჯიქის გუნდს მიაჩნია, რომ მათი ხედვა და დამოკიდებულება ღონისძიებების ამ სერიას განსაკუთრებულს გახდის. „სტუმრების კომფორტს უდიდესი ყურადღება მიექცევა. ეს ფაქტორი ხშირად მსგავს ღონისძიებების სუსტი წერტილია, რადგან ხალხის დიდ ნაკადთან გამკლავება არც ისე ადვილია. გარდა ამისა, მთლიანი შეფუთვა იქნება სხვებისგან გამორჩეული.“ შეფუთვაში იგულისხმება ის, რომ Cosmologic-ის ივენთებზე ლაივ პერფორმანსების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ვიზუალურ მხარეს და არტ ინსტალაციებს მიექცევა.

პირველ ღონისძიებას, რომელიც 24 მარტს Spacehall-ში გაიმართება, ვიზუალურად ჯგუფი „კოლოფი“ გააფორმებს. შთამბეჭდავია სადებიუტო ღონისძიების ლაინ აპიც: თელ-ავივში დაფუძნებული დუეტი Red Axes ლაივს დაუკრავს, ხოლო, მათ გარდა მსმენელის განწყობაზე Zurkin და JD J დიჯეი სეტებით იზრუნებენ.

სფეისჰოლი უმასპინძლებს Cosmologic-ის მომდევნო ღონისძიებასაც, რომლის ჰედლაინერებიც, როგორც ორგანიზატორებმა გაგვიმხილეს ლეგენდარული Octave One და Sebastian Mullaert იქნებიან. ამის შემდეგ კი ასტრონავტის მოგზაურობა სხვა ვენიუებშიც გაგრძელდება. “მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გვსურს კიდევ 4 ივენთი გავაკეთოთ, რის შემდეგაც შეიძლება ღია ცის ქვეშ გასვლაზეც დავფიქრდეთ.“ – როგორც ჩანს, კოსმოლოჯიქთან ერთად მსმენელს საკმაოდ გრძელვადიანი და საინტერესო მუსიკალური თავგადასავლი ელის.

კოსმოსში პირველი გასვლა კი 24 მარტს, Spacehall-ში იგეგმება.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.