fbpx

ზეთში შესრულებული ნამუშევრები სრულყოფილად ასახავს სანაპიროზე გატარებულ დასვენების დღეებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Emma Taggart


მზის სხივების მოლამუნება სახეზე  და ქვიშის შეგრძნება ფეხების ქვეშ – არაფერია სანაპიროზე გატარებული დღის მსგავსი. ავსტრალიელი მხატვარი სალი ვესტი ზაფხულის მომენტებს, სანაპიროზე გატარებულ დღეებსა და ზღვის პეიზაჟებს ნახატების სერიაში აერთიანებს. იმისთვის, რომ ნახატებზე ასახული სცენები სრულყოფილი გაეხადა, სალი ვესტმა ბევრი იმოგზაურა – სიდნეის ცნობილი ბონდის სანაპიროდან ახალი სამხრეთ უელსის ნაკლებად ცნობილ ელიზაბეტის (ა. ლიზი) სანაპირომდე.

ელიზაბეტის სანაპიროს განსაკუთრებული ადგილი უკავია ვესტის გულში, რადგან ეს ის ადგილია, სადაც თვითონ ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებს. “სანაპიროზე არსებულ ერთ-ერთ კლუბში იოგას ვვარჯიშობდი. ეს ადგილი ძალიან ლამაზია, გამოირჩევა კრისტალურად სუფთა წყლით, არ იცის დიდი ტალღები, ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხო საცურაო ადგილია”. 

ნახატების სერიებში სანაპიროს მშვიდი ატმოსფერო მხატვრის გამორჩეული აღქმით, იმპასტოს სტილშია გადმოცემული. ტილოები პასტელური ფერის ზეთის საღებავის სქელი გადანაწილებით არის შექმნილი, რაც ზედაპირს სტრუქტურირებულსა და შთამბეჭდავს ქმნის. 

ვესტის  მრავალი ნამუშევარი საჰაერო სივრციდან არის შესრულებული, თითქოს მხატვარი სანაპიროსთან არსებულ მაღალ კლდეზე დგას, რომელიც ნაპირს უყურებს. ლურჯი ფერის ტალღები თეთრი ფერის სქელ,  გათხაპნილ ნაწილებშია მოქცეული, ხოლო სერფერები და მზეზე გასარუჯად მწოლიარენი პაწაწინა ფერადოვან ლაქებად მოჩანან.



ორიგინალი:https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.