fbpx

Snapchat აპლიკაციაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დამხმარე საშუალებებს განათავსებს


გააზიარე სტატია

 

Snapchat-მა სულ ახლახან საძიებო საშუალების,  Here For You-ის (“აქ, შენთვის”) ბეტა ვერსია გამოაქვეყნა, რომლის დახმარებითაც მკითხველებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარე რესურსებთან წვდომა ექნებათ.

მუშაობის პრინციპი:  მომხმარებელი იღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება. მაგალითად, თუ ის საძიებო ველში ჩაწერს სიტყვა “შფოთვას”, ამოუვარდება მოკლე, შფოთვის შემამცირებელი ვიდეოების სერია. სხვა საძიებო თემებში შედის დეპრესია, სტრესი, მწუხარება, თვითმკვლელობის აზრები და ბულინგი. Snapchat-მა გამოუშვა ახალი ორიგინალური ვიდეოები, სახელწოდებით “Mind Yourself”, რომელიც ისეთი  ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დაეხმარება, როგორებიცაა PTSD, OCD და სხეულის დისდორფია.

გამოიყენებენ თუ არა? ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ ამის შანსი არსებობს. პლატფორმა  საკმაოდ ინტიმური სივრცეა თინეიჯერებისთვის. ის ფაქტი, რომ ვიდეოები 24 საათში ქრება, იწვევს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების განცდას. ამ მიზეზით ახალგაზრდებისთვის სენსიტიურ თემებზე Snapchat-ში ინფორმაციის მოძიება უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე სხვა სოციალურ ქსელებში. თავად კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვითაც, აპლიკაციის ძირითადი სეგმენტი მილენიალები და Gen Z თაობაა, რომლებიც უფრო გულწრფელები იქნებიან ამ თემაზე საუბრისას, ვიდრე უფროსი თაობა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური მედიის კომპანიებმა საკუთარი როლის გააზრება დაიწყეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხში. წინა თვეში ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯმა  განაცხადა და  Facebook-ს, Instagram-სა და Twitter-ს მიმართა, რომ გადაეცათ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ: რა მასალას ნახულობენ, რა დროს ხარჯავენ  პლატფორმაზე – განცხადების მიხედვით, ეს კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის და თვითდაზიანების მაჩვენებლების შემცირებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების უმეტესობა ტექნოლოგიებით ნეგატიური ეფექტების გარეშე სარგებლობს, ზოგიერთი მათგანი შედარებით დაუცველია მავნე ზემოქმედებისგან. კოლეჯის განცხადებით, მონაცემების ანონიმურობა დაცული იქნებოდა. სექტემბერში ფეისბუქმა გამოაცხადა, რომ ის ”უსაფრთხოების პოლიტიკის მენეჯერს” დაიქირავებდა, რათა გაზიარებულიყო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ საუბრობენ მომხმარებლები თვითმკვლელობასა  და თვითდაზიანებაზე. პლატფორმაზევე ხელმისაწვდომი იქნებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დამხმარე რესურსები. 


ორიგინალი: https://www.technologyreview.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.