fbpx

Facebook ახალ აპლიკაციას უშვებს, რომელიც Pinterest-ის ანალოგია


გააზიარე სტატია

 

საერთაშორისო კომპანიის, Facebook-ის ახალი პროდუქტი, სახელწოდებით Hobbi თითქმის Pinterest-ის ანალოგია. ეს ფოტოების გაზიარების აპლიკაციაა, სადაც შეგიძლიათ “შექმნათ და ორგანიზება გაუწიოთ თქვენს შემოქმედებით პროცესს”, მაგალითად, შეაგროვოთ სურათები ხელოვნების, ფიტნესის, სახლის დეკორის და სხვა ზოგადი თემების ირგვლივ,  გააკეთოთ ვიდეოები და ა.შ. 

Facebook–მა გუნდი, რომელიც ახალი პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავს, გასულ ზაფხულს წარადგინა. მათი უპირველესი  მოვალეობა, კომპანიის ძირითადი ბრენდების გარდა, ექსპერიმენტული აპლიკაციების შემუშავებაა. ამ დრომდე გუნდმა იმუშავა  მიმების შესაქმნელ აპლიკაცია Whale-ზე, სოციალური ქსელის აპლიკაცია Bump-სა და მუსიკალური DJ აპლიკაცია Aux-ზე. მათგან  მნიშვნელოვან წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია. 

The Hobbi თავდაპირველად კოლუმბიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში ჩაეშვა. ის თავსებადია iPhone, iPad და iPod touch მოწყობილობებთან, რომლებიც მუშაობენ iOS-ის 11.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. 

როგორ  მოერგება Hobbi ფეისბუქის საერთაშორისო ბრენდს ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ექსპერიმენტებისგან ბევრ ჩავარდნას ელიან და აპლიკაციებიც იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ მათ  აღარ გამოიყენებენ. .

ორიგინალი: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.